მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რა შემთხვევაში შეუძლიათ რუსეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში კოვიდვაქცინის უფასოდ გაკეთება?

რა შემთხვევაში შეუძლიათ რუსეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში კოვიდვაქცინის უფასოდ გაკეთება?

ბოლო პერიოდში მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებით, კონკრეტულად კი „ფაიზერით“ მასობრივად იცრებიან. Jandacva.ge დაინტერესდა, რა შემთხვევაში შეუძლია უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში ვაქცინაციის გაკეთება?

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრის გაკეთება შემდეგ შემთხვევებში შეუძლიათ: 1. თუკი უცხოეთის მოქალაქე საქართველოში შემოვიდა სულ მცირე სამი თვის წინ და მას შემდეგ საქართველოს საზღვარი აღარ გადაუკვეთავს; 2. თუკი უცხოეთის მოქალაქის ოჯახის წევრი (შვილი, მეუღლე, მშობლები) არის საქართველოს მოქალაქე, 2. თუკი უცხოეთის მოქალაქე დიპლომატიური წარმომადგენლობიდანაა.

 

Jandacva.ge

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …