მთავარი » ახალი ამბები » რა წერია ჯანდაცვის ასოციაციის მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში

რა წერია ჯანდაცვის ასოციაციის მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს წერილს, რომელიც უწყების მტკიცებით, ჯანდაცვის ასოციაციისგან მიიღო.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა განმარტება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების ახალი, DRG სისტემის ამოქმედების გადადებასთან დაკავშირებით.  მინისტრმა გადაწყვეტილება ერთ-ერთი ასოციაციის მიმართვით ახსნა.

მინისტრის საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის ასოციაციამ, რომელშიც ორგანიზაცია განმარტავდა, რომ მათ DRG სისტემის ამოქმედების გადავადება არ მოუთხოვიათ.

ჯანდაცვის სამინისტრომ BMG-ს მიაწოდა წერილი, რომლითაც მათი მტკიცებით, უწყებას ჯანდაცვის ასოციაციამ მიმართა:

წერილში ჩამოთვლილია 6 საკითხი, რომელიც ასოციაციის მოსაზრებით ტექნიკური პრობლემებია და სისტემა სწორედ მათი მოგვარების შემდეგ უნდა დაინერგოს.

„მიგვაჩნია, რომ წერილში ჩამოთვლილი საკითხების გადაჭრის შემდეგ, ტექნიკური თვალსაზრისით დიარჯით ოპერირება შესაძლებელი იქნება. ვფიქრობთ, უაღესად მნიშვნელოვანია დანერგვამდე მოხდეს ყველა კომპონენტის გათვალისწინება, რისთვისაც საჭირო იქნება შესაბამისი დრო (რაც კლინიკებსაც მისცემს საშუალებას ცვლილებები შეიტანონ პროგრამულ უზრუნველყოფაში), რის გამოც სწორი იქნება, პროგრამის იმპლემენტაცია დაიწყოს ზემოაღნიშნული საკითხების მოგვარების შემდეგ.

მოხარული ვიქნებით, თუ გაითვალისწინებთ ჩვენს მოსზრებებს და დიარჯის მოდელის ფუნქციონირება დაიწყება ზემოხსენებული საკითხების გადაჭრის შემდეგ. მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისთვის და იმედი გვაქვს ერთად შევძლებთ გადავიდეთ გამართულ და სამართლიან დაფიანანსების ახალ მოდელზე“, – ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ფოტოს სახით BMG ავრცელებს.

 

იხილეთ ასევე

მზადება ბირთვული და ქიმიური საფრთხეებისთვის – როგორ მუშაობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ომის პირობებში

უკრაინაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების დაახლოებით 10% ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხის შემთხვევებისთვის მზადყოფნის მიზნით …