მთავარი » სოციალური » რამდენი ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას
ჯიჯეიშვილების ოჯახში შემწეობას არ იღებდა. ახლა მათი სარეიტინგო ქულა 50 000-ია და, როგორც უმწეოთა ოჯახი, საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პროგრამითაც სარგებლობს

რამდენი ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას

რამდენი ოჯახი იღებს, დღეის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას – ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები.სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ისანი-სამგორის რაიონში მცხოვრები ჯიჯეიშვილების ოჯახში იმყოფებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხსულიანმა ოჯახმა, სადაც 2 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, სოციალური შემწეობის მიღება აპრილიდან დაიწყო. მანამდე მათი სარეიტინგო ქულა მაღალი იყო და ფულად შემწეობას არ იღებდნენ. ახლა მათი სარეიტინგო ქულა 50 000-ია და, როგორც უმწეოთა ოჯახი, საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პროგრამითაც სარგებლობს.

სააგენტოს დირექტორმა ოჯახს უმწეოთათვის განკუთვნილ სხვა პროგრამებზეც მიაწოდა ინფორმაცია და მათ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი, ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამაში ჩართვაც შესთავაზა. დღესდღეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 136,102 ოჯახი და 403,196 პირი იღებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სოციალურად დაუცველთა ბაზების განახლებას სოციალური მომსახურების სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებს. პროგრამას მუდმივად ემატება და აკლდება შემწეობის მიმღები ოჯახები.

სოციალური აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის საფუძველზე სარეიტინგო ქულას სპეციალური პროგრამა ადგენს. შემწეობის დანიშვნის (ანუ დაბალრეიტინგიანი ქულის მინიჭების) სტატისტიკა მიმდინარე წელს ასე გამოიყურება; დანიშვნების რაოდენობა (ოჯახები): მათ შორის ახლად დანიშნული: 2015, იანვარი – 3949 1732 2015, თებერვალი- 2688 1004 2015, მარტი- 4047 1530 2015, აპრილი- 4072 1603.

kvira.ge

იხილეთ ასევე

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს კარდიომოსტოპია აქვს. გული მტკივაო უთხრა მშობლებს და უცებ რეანიმაციაში გადაიყვანეს. პატარას, სასწრაფოდ გულის გადანერგვა სჭირდება. მისი მდგომარება ყოველდღიურად ძალიან მძიმდება, რადგან, რამდენიმე დღის წინ, ინსულტი დაემართა.

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს სასწრაფოდ გულის გადანერგვა სჭირდება

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს კარდიომოსტოპია აქვს. გული მტკივაო უთხრა მშობლებს და უცებ რეანიმაციაში გადაიყვანეს. პატარას, სასწრაფოდ …