მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რატომ არ იცავს ვაქცინა ყველას – მსოფლიოში აცრილთა ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ს არ აჭარბებს

რატომ არ იცავს ვაქცინა ყველას – მსოფლიოში აცრილთა ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ს არ აჭარბებს

ბევრს მიაჩნია, რომ ვაქცინა კორონავირუსით ინფიცირებისგან სრულად იცავს, თუმცა ეს ას ეარ არის – მსოფლიოში არსებული არცერთი ვაქცინა ადამიანს ამა თუ იმ დაავადებისგან 100%-ით არ იცავს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები თითქმის 100%-ით იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობის, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი აცრილი ადამიანი შეიძლება კოვიდ 19-ით ისევ დაინფიცირდეს. თუმცა ეს აცრაზე უარის საფუძველი არ უნდა გახდეს და აცრის არგუმენტი არის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ყოველი 100 ინფიცირებულიდან 2 იღუპება.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, აცრის შემდეგ დაინფიცირების რისკი მაღალია ისეთ ქვეყნებში, სადაც იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელია, არ არსებობს საზოგადოებრივი იმუნიტეტი და ეპიდსიტუაცია ისევ რთულია. ასეთი ქვეყნების მოქალაქეებს სპეციალისტები ურჩევენ, უსაფრთხოების ზომების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება ვაქცინაციის შემდეგაც გააგრძელონ. ამასთან, რეკომენდებულია აცრიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ სისხლში ანტისხეულების გაზომვაც, რადგან თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ვაქცინაზე სხვადასხვა ადამიანის იმუნური პასუხი სხვადასხვაგვარია. სწორედ ესაა ერთერთი ფაქტორი, რის გამოც ადამიანთა ნაწილი კოვიდ 19-ით აცრის შემდეგაც დაინფიცირდა.

ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ადამიანი დაინფიცირდა აცრის შემდეგ, მსოფლიოში არ არსებობს. ზოგიერთი სპეციალისტ ვარაუდობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირებულთა რაოდენობა 1%-ს არ აჭარბებს.
ასეთივე მონაცემებია საქართველოში, სადაც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერ აცრილ მოქალაქეებში. ერთჯერადად ვაქცინირებულთაგან ინფექცია 0,8%-ს დაუდდასტურდა, ორჯერ აცრილებს შორის კი 0,2-0,3%-ს. თუმცა, მისივე თქმით, უმრავლეს შემთხვევაში დაავადებულთა უმრავლესობამ ინფექცია მსუბუქ ფორმებში გადაიტანა.

ვაქცინა რომ მუშაობს, ამას ცალკეული ქვეყნების ვაქცინაციისა და ეპიდსიტუაციის სტატისტიკა ადასტურებს. დიდ ბრიტანეთში 1 ივნისს კოვიდ 19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დაინფიცირდა 3100 ადამიანი. ამ ქვეყანაში უკვე 65 მილიონზე მეტი ადაიანია აცრილი.

 

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება

ქვეყნის მასშტაბით  „დელტა“, იგივე ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა …