მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რეგულირების სააგენტო COVID-19-ით გარდაცვლილი 16 პაციენტის საქმეს სწავლობს

რეგულირების სააგენტო COVID-19-ით გარდაცვლილი 16 პაციენტის საქმეს სწავლობს

2020წ-2021წ განმავლობაში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით,  23 პაციენტის შემთხვევის შესწავლა დაიწყო. მათ შორის, 18 შემთხვევა COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალებას ეხება. ამჟამად, შესწავლა დასრულებულია სულ 2 შემთხვევაში (ორივე შემთხვევა წარმოადგენს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების საკითხს). აღნიშნული 2 შემთხვევის შესწავლის შედეგად, ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა.

დანარჩენი 21 შემთხვევის შესწავლა ამ ეტაპზე დასრულებული არ არის. ამის შესახებ jandacva. ge-ს რეგულირების სააგენტოდან აცნობეს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინფექციას საქართველოში  3798 პაციენტი ემსხვერპლა. 

იხილეთ ასევე

ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა და 761 შეადგინა. გუშინ ეს მაჩვენებელი 687 …