მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » რეკომენდაციები რომელიც პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის მნიშვნელოვანია
აღნიშნული რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ექსპერტების მიერ საბოლოოდ პირველადი ჯანდაცვის კონცეფციის დოკუმენტში.

რეკომენდაციები რომელიც პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის მნიშვნელოვანია

გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი რამდენიმე დღის წინ თბილისს კიდევ ერთხულ სტუმრობდა და საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბერნარ კუშნერმა ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა და მათთან ერთად პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „გლობალური ალიანსის“ სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვნელი, ექსპერტი პიტერ მაკარა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

“დღეს პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს ,,გლობალურ ალიანსთან“ სხვადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ-ერთი პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და მისი გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაა, საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი სტრატეგიის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის. რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ასევე იქნება მოწოდებული გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ ავამაღლოთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და, ზოგადად, როგორ გავზარდოთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივაცია” – ითქვა კონფერენციაზე.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებმა და ექიმებმა პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანი უწოდეს, დადებითად შეაფასეს „გლობალური ალიანსის“ ძალისხმევა და ჩართულობა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ პირველადი ჯანდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად აღიარა, სადაც აუცილებელი ქმედითი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო, რასაც საზოგადოება და „გლობალური ალიანსის“ წარმომადგენლები მიესალმებიან.

„პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეს შეხვედრა ეძღვნება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს ,,გლობალურ ალიანსთან“ სხადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ–ერთი პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და სტრატეგიის შემუშავებაა. მათ მოამზადეს საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით პაკეტი.

აღნიშნული რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ექსპერტების მიერ საბოლოოდ პირველადი ჯანდაცვის კონცეფციის დოკუმენტშიც, რაც სათავეს დაუდებს უკვე კონკრეტული დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას პირველადი ჯანდაცვის სფეროში. რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაფუძნებულია საერთაშორისო მტკიცებით პრაქტიკაზე, მაგრამ მინდა აღვნიშნო ის, რომ ქართელი ექსპერტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს ადაპტირება საქართველოს შესაძლებლობებზე და საბოლოოდ მივიღოთ ისეთი სტრატეგიის და სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის, რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ასევე იქნება მოწოდებული გარკვეული სტიმულები და მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ ავამაღლოთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და, ზოგადად, როგორ გავზარდოთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივაცია,“ – განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

დასასრულს, ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და “გლობალური ალიანსის” ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელზეც საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული მომზადებული პროექტები წარადგინეს.

info9.ge

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …