მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » “რესპუბლიკურ საავადმყოფოს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს  – ლევან გოფოძემ თანამდებობა დატოვა

“რესპუბლიკურ საავადმყოფოს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს  – ლევან გოფოძემ თანამდებობა დატოვა

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას “რესპუბლიკურ საავადმყოფოს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან გოფოძე თანამდებობაზე ლიანა ჭუმბურიძემ შეცვალა.

ამის შესახებ jandacva.ge-ს კლინიკის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი განცხადებით, გოფოძე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო და ახლა ის ჭუმბურიძემ შეცვალა. გოფოძის წასვლის მიზეზს კლინიკაში არ აკონკრეტებენ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.

მისი თქმით, კოვიდ-კლინიკიდან მრავალპროფილური კლინიკის სტატუსის დაბრუნების მიზნით, ფინანსურ ნაწილში დანახარჯები გადაწყობასთან დაკავშირებით სახელმწიფო კლინიკებშიც არის და ამის მაგალითად რესპუბლიკური საავადმყოფო მოიყვანა.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იგივე პრობლემები, ფინანსურ ნაწილში დანახარჯები გადაწყობასთან დაკავშირებით სახელმწიფო კლინიკებშიც არის. მაგალითად რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ყველაზე დიდი სახელმწიფო კლინიკაა, გადადის იმ რეჟიმში, რომ დროებით შეიზღუდება სამედიცინო სერვისის მიწოდება, რადგან კლინიკა გადავიდეს ჰიბრიდულ რეჟიმზე. რა თქმა უნდა ეს დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლინიკებმა უნდა გასწიონ იმისთვის, რომ შემდეგ შეძლონ ახალი და ხარისხიანი სერვისების მიწოდება პაციენტებისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

სპინალური კუნთოვანი ატროფია – ახალი ერა მკურნალობაში

ქართველ ექიმებს საკუთარი გამოცდილება იტალიელმა კოლეგმა გაუზიარეს. ჯანდაცვის პერსონალისთვის   საინფორმაციო კონფერენცია გაიმართა  თემაზე: „ახალი ერა სპინალური …