მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამშობიარო და პედიატრიული განყოფილებები გაიხსნება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამშობიარო და პედიატრიული განყოფილებები გაიხსნება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამშობიარო და პედიატრიული განყოფილებები გაიხსნება, რაც მანამდე ამ სამედიცინო დაწესებულებაში არასოდეს ყოფილა.

ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლიკა ჭუმბურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკა 10 მაისიდან კოვიდ-დაწესებულებიდან ჰიბრიდულ რეჟიმში გადავიდა – მასში შენარჩუნებულია კოვიდ-პროფილი როგორც მოზრდილების, ისე ბავშვებისთვის, ასევე აქვს კოვიდრეანიმაცია. ამასთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაუბრუნდა პანდემიამდე არსებული სერვისები, უახლოეს კვირებში კი ახალი სერვისების დამატებაც იგეგმება.

ლიკა ჭუმბურიძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში კლინიკა 700 საწოლზე გაიშლება და  მოცული ექნება ყველა არსებული სამედიცინო პროფილი, მათ შორის სამშობიარო და პედიატრიული, რომელიც ერთ თვეში ამოქმედდება. პედიატრიულ მიმართულებაში იქნება როგორც თერაპიული, ისე ქირურგიული განყოფილებები.

ჭუმბურიძის თქმით, კლინიკაში იმუშავებს ონკოლოგიური სერვისები, სხივური თერაპია, ბირთვული მედიცინა, მასში განთავსდება დიდი სისხლის ბანკი, პათანატომიური და ყველა ის მიმართულება, რაც კი სამედიცინო სფეროში არსებობს.

ამასთან, ერთი თვეა დაფუძნდა პერსონალის უწყვეტი განვითარების ცენტრი, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ექთნებისა და სანიტრების გადამზადებაზე კეთდება, იმოქმედებს გაცვლითი პროგრამები უცხოეთში.

ლიკა ჭუმბურიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს კლინიკის რეკონსტრუქციის ეტაპი, მის ნაწილზე უკვე მომზადებულია პროექტი, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს არქიტექტორებთან, რათა მომზადდეს კლინიკის სრული პროექტი. ჭუმბურიძე ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს 60 ათასი კვადრატული მეტრის ფართი აქვს და თითოეული სანტიმეტრი სწორად უნდა  დაპროექტდეს.

ჭუმბურიძე ასევე აცხადებს, რომ განვითარებასთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფო გამოაცხადებს კონკურსს ახალი კადრების აყვანაზე.

იხილეთ ასევე

ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 7 …