მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა 5-თვიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა 5-თვიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორმა ლიკა ჭუმბურიძე თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან 5 თვე იმუშავა.

ინფორმაციას კლინიკის პრესსამსახურსა და სამედიცინო ჰოლდინგში ადასტურებენ, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ. მათი ინფორმაციით, საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას კლინიკური დირექტორი, ვლადიმერ პაპავა ასრულებს.

 რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე მიმდინარე წლის 3 მაისს დაინიშნა. მის დანიშვნასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პანდემია შესუსტდა, კლინიკებში, მათ შორის კერძო კლინიკებში არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რადგან ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკებს სჭირდებათ ახალი მიმართულებების დამატება, ასევე სერვისების გადაწყობა.

ლიკა ჭუმბურიძის პერიოდში კლინიკაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა და სამედიცინო დაწესებულება კოვიდკლინიკიდან ჰიბრიდულ კლინიკად გადაკეთდა. კლინიკას რამდენიმე, მათ შორის პედიატრიული განყოფილებაც დაემატა.

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …