მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » როცა ერთ სარდაფში ხუთსაწოლიანი რეანიმაციაა განთავსებული, ეჭვი მეპარება, სიტუაცია დრამატულად გამოსწორდეს
აკაკი ზოიძე: როცა ერთ სარდაფში ხუთსაწოლიანი რეანიმაციაა განთავსებული, ეჭვი მეპარება, სიტუაცია დრამატულად გამოსწორდეს.აკაკი ზოიძე: როცა ერთ სარდაფში ხუთსაწოლიანი რეანიმაციაა განთავსებული, ეჭვი მეპარება, სიტუაცია დრამატულად გამოსწორდეს.

როცა ერთ სარდაფში ხუთსაწოლიანი რეანიმაციაა განთავსებული, ეჭვი მეპარება, სიტუაცია დრამატულად გამოსწორდეს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მიზანი სამედიცინო ხარისხის, შედეგებისა და ხარისხის ეფექტიანობის გაუმჯობესებაა.

აკაკი ზოიძე საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის შესახებ დამატებით განმარტებებს აკეთებს და ვარაუდობს, რომ პროგრამას 10-12 კლინიკა გამოეთიშება.

„როცა ერთ სარდაფში ხუთსაწოლიანი რეანიმაციაა განთავსებული, ეჭვი მეპარება, რომ მათ სიტუაცია დრამატულად გამოასწორონ. ჩემი აზრით, 10-12 ე.წ. კლინიკა მაინც ამოვარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. ერთი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით მთელი რიგი ზომები განხორციელდება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში გუშინ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, 10-12 კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება.

info9.ge

იხილეთ ასევე

რეაბილიტაცია, გრძელვადიანი და პალიატიური სერვისები – საყოველთაო ჯანდაცვის ხარვეზები

საქართველოს მოსახლეობა დაავადებების გამო კატასტროფული დანახარჯების ზრდის რისკის წინაშე დგას. ამასთან, რეაბილიტაციის, გრძელვადიანი მოვლისა და …