მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » როგორ ჩავეწეროთ ვაქცინაციის მეორე დოზის გასაკეთებლად – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს.

როგორ ჩავეწეროთ ვაქცინაციის მეორე დოზის გასაკეთებლად – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება

კოვიდ ვაქცინების დოზების დანაკარგების მინიმუამდე შემცირების მიზნით, აცრაზე გამოცხადებული პირების უკან გაბრუნება თავიდან უნდა იყოს აცილებული. ამისთვის კი სხვადასხვა მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული. კერძოდ – მოხდეს ცოცხალი რიგით მოსული პირების აცრა, გარდა ამისა, მოხდეს მომდევნო დღეებში ჩაწერილი პირების გაფრთხილება და მოწვევა აცრაზე, ასევე სუპერვაიზორისთვის ინფორმაციის მიწოდება რომ მოხდეს აცრას დაქვემდებარებული სხვა პირების სწრაფი მობილიზაცია.

ამის შესახებ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრების წარმოებისთვის ამცრელი დაწესებულების გზამკვლევშია ნათქვამი, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის 29 ბრძანებით დამტკიცდა.

დოკუმენტში ასევე გაწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთხელ აცრილი მოქალაქეების მობილიზაცია მეორე დოზის გასაკეთებლად. ბრძანების დანართის თანახმად, გაფრთხილება უნდა მოხდეს პირველი დოზის ჩატარების შემდეგ.  AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა კეთდება მე-8 კვირას.  Pfizer/BioNTech ვაქცინის მეორე დოზა კეთდება 21-დან 28-დღემდე პერიოდში.  რეკომენდებულია მეორე დოზის მიწოდების თარიღი აღინიშნოს აცრის სამახსოვრო ბარათზე მეორე დოზის გრაფაში და პირი გაფრთხილდეს რომ დარეგისტრირდეს მეორე დოზაზე რიგების მართვის სისტემით. გაფრთხილება მიუვა sms შეტყობინებით აცრამდე 1 დღით და 1 სთ-ით ადრე.

„სთხოვეთ აცრილ პირს, თან იქონიოს აცრის ბარათი მეორე დოზაზე ვაქცინაციისას. თუ აცრილ პირს აქვს სმარტფონი, სთხოვეთ გადაუღოს აცრის ბარათს ფოტო,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ …