მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » როგორ და ვადებში უნდა დავრეგისტრირდეთ “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად

როგორ და ვადებში უნდა დავრეგისტრირდეთ “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად

დღეს, 12 მაისს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას მოქალაქე ირჩევს სურვილისამებრ.
12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს, ხოლო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე – 28-ე დღის ინტერვალში, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20.00 საათიდან.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია 25 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდზე.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …