მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » როგორ დავჯავშნოთ რიგი ვაქცინაციისთვის
Influenza vaccine injection. Injection into a patient's arm of the 2018/2019 seasonal influenza (flu) vaccine for the northern hemisphere season. This is a quadrivalent inactivated vaccine designed for intramuscular and subcutaneous injection. Inactivated influenza vaccines contain dead influenza viruses. When injected, these stimulate the body's immune system to produce antibodies that protect against future infection by live viruses. Influenza vaccination is recommended for the elderly, the very young, and anyone suffering from respiratory or circulatory disease. It is provided annually because of the need to protect against new strains. This is a vaccine from the Sanofi Pasteur Europe company.

როგორ დავჯავშნოთ რიგი ვაქცინაციისთვის

“ფაიზერის“ ვაქცინა რიგის დაჯავშნის პორტალზე დღეს, 18:00 საათიდან აისახება. მოქალაქემ კი, “ფაიზერსა“ და “ასტრაზენეკას“ შორის არჩევანი რეგისტრაციის დაწყებამდე უნდა გააკეთოს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, როდესაც მოქალაქე არჩევანს გააკეთებს ვაქცინებს შორის, “ფაიზერის“ არჩევის შემთხვევაში გამოჩნდება ის 6 სამედიცინო დაწესებულება, სადაც ეს კონკრეტული ვაქცინა გადანაწილდება, “ასტრაზენეკას“ არჩევის შემთხვევაში კი, სხვა კლინიკები.

“მოქალაქეს ექნება საშუალება, გააკეთოს არჩევანი “ასტრაზენეკას“ და “ფაიზერს“ შორის. “ფაიზერის“ ეფექტურობა, ისევე როგორც “ასტრაზენეკას“ ეფექტურობა ძალიან მაღალია როგორც დაავადების გადადების თავიდან აცილების, ასევე ლეტალური შემთხვევების პრაქტიკულად აღმოფხვრის გზით“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, “ფაიზერით“ ვაქცინაცია სამშაბათიდან, 30 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

“ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური მოთხოვნები ითვალისწინებს სპეციფიკურ კრიტერიუმებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინის შენახვის შესაფერისი პირობები. ვაქცინას შესანახად სჭირდება ულტრა ცივი ჯაჭვის რეჟიმი -80, – 60 გრადუსის ფარგლებში. მისი შენახვა 2 გრადუსზე შესძლებელი მხოლოდ 3-დან 5 დღის განმავლობაში. დოზების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ვაქცინაცია ჩატარდება 6 კლინიკაში. უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათიდან, ვინაიდან ამ 6 კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ცენტრები ისევ გაიხსნება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ ასევე

“შტორმი გვექნება” – დევი ტაბიძის პროგნოზით, “ომიკრონი” ქვეყანაში 2-3 კვირაში გამოჩნდება

თუ საქართველოში ომიკრონის შტამი გავრცელდება, „შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“ – ამის შესახებ …