მთავარი » ახალი ამბები » რომელი დაავადების შემთხვევაში არ აგცრიან “სინოფარმის” ვაქცინით – ივანე ჩხაიძის განმარტება

რომელი დაავადების შემთხვევაში არ აგცრიან “სინოფარმის” ვაქცინით – ივანე ჩხაიძის განმარტება

იმ ვაქცინებს შორის, რომლებიც მსოფლიოში გამოიყენება, ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“ ერთადერთია, რომლის გამოყენების წესებში,  აცრის საწინააღმდეგო ჩვენებებს შორის კონკრეტული დაავადებებია ჩამოთვლილი. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებისთვის გამართული ვებინარის მიმდინარეობისას განაცხადა. მისი განმარტებით, ეს დაავადებებია რეზისტენტული ეპილეფსია (ანუ ეპილეფსია, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას), ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებები და მძიმედ მიმდინარე ონკოლოგიური დაავადებები ხანდაზმულ პირებში.  ამის გათვალისწინებით, აღნიშნული მედიკამენტით აცრის კითხვარს ახალი პუნქტები დაემატება.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა 75 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაციის წინა ანალიზების გაკეთება, ჩხაიძე განმარტავს, რომ მსგავსი ანალიზების ჩატარებას არცერთი ქვეყანა არ ითხოვს. მეტიც – მედიკოსის განცხადებით, ვაქცინები, პირველ რიგში, სწორედ ამ  ასაკის ადამიანისთვისაა შექმნილი, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში კოვიდის შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი არის 34% ანუ ყოველი მესამე ინფიცირებული იღუპება, რაც, ჩხაიძის შეფასებით, უზარმაზარი მაჩვენებელია.

მისი განმარტებით, „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებს აქვთ მთავარი მახასიათებელი, რაც იმუნიზაციის მიზანს წარმოადგენს – ისინი ადამიანს დაავადების მძიმე მიმდიარეობისა და ლეტალობისგან იცავენ.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მისაღებად ყველა ეტაპი აქვს გავლილი და 26 აპრილს, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 9790 ტესტიდან ვირუსი …