მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » რთველი და აქციები – თამარ გაბუნია მთავარ ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს ასახელებს

რთველი და აქციები – თამარ გაბუნია მთავარ ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს ასახელებს

აქციები ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევების ნახტომისებური ზრდა, ძირითადად, რთველს უკავშირდება.

„მობილობა მაღალია – არა იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში სწავლა დავიწყეთ, არამედ ის მაღალია მთელი რიგი სოციალური აქტივობების გამო; მაგალითად, რთველის პერიოდი იყო კახეთში და შედეგმაც არ დააყოვნა, მით უმეტეს იყოს წვიმიანი ამინდები, როდესაც თავშეყრა რთველის შემდეგ დახურულ შენობებში ხდებოდა.

შემდეგ ის აქციები, რომელთაც თვალს ვადევნებთ; ეს პერიოდი შარშან ერთხელ უკვე გავიარეთ და აქციები ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. ახლაც იგივე რისკებთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში არც პირბადის გამოყენება ხდება შესაფერისად და არც სათანადო სოციალური დისტანცირება. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და ინფიცირების ასეთ სწრაფი ზრდა გვაქვს.

ჩვენ მეოთხე ტალღის დაღმავალ ფაზაში ვიყავით და ამ ყველაფერმა ინფექციის ძალიან სწრაფ გავრცელებას მისცა ბიძგი“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

 

იხილეთ ასევე

„ბებია-ბაბუები მაინც აცერით!“ – 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი საგანგაშოდ დაბალია

ამ ეტაპზე ქვეყნის მოსახლეობის 50% იმუნურია. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს. მისი თქმით, რადგან …