მთავარი » მსოფლიო » რუსეთი ჯანდაცვის სფეროში ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამკაცრებს
იგორ კარგამანიანის განმარტებით, შემოთავაზებულიკანონპროექტი აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სფეროში მოქალაქეთა უფლებების დარღვევისას.

რუსეთი ჯანდაცვის სფეროში ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამკაცრებს

21 ივნისის დუმის სხდომაზე  რუსმა დეპუტატებმა პირველი მოსმენით  განიხილეს კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს.

კერძოდ, ჯანდაცვის სფეროში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ იგორ კარგამანიანმა განმარტა, შემოთავაზებული კანონპროექტი აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სფეროში მოქალაქეთა უფლებების დარღვევისას, მკაცრდება  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მედიკამენტების გამოყენების შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში როგორიცაა, სამკურნალო საშუალებებით საბითუმო და საცალო  ვაჭრობის წესების დარღვევა.

როგორც დუმის სხდომაზე კონსტიტუციური კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განმარტა, კანონში შესატანი ცვლილებების მიზანს წარმოადგენს   ჯანდაცვის სფეროზე სახელმწიფოს ეფექტური, საზედამხედველო  კონტროლის გაძლიერება.

რაც შეხება იმას, თუ ვის ექნება ჯანდაცვის სფეროში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის უფლებამოსილება, ამას ჯანდაცვის სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირები განახორციელებენ.

gmpnews.ru

იხილეთ ასევე

კოვიდ 19-ის კატასტროფული აფეთქების მიუხედავად, ჩინეთი აშშ-დან ვაქცინების მიღებაზე უარს ამბობს

ამერიკის შეერთებული შტაბების ხელისუფლებამ ჩინეთის მთავრობას თანამედროვე კოვიდსაწინააღმდეგო მ-რნმ-ვაქცინების მიწოდება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ინფორმაციას …