მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რუსუდან კლიმიაშვილი უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებას მიიჩნევს
რუსუდან კლიმიაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სხვა მიმართულებითაც, რის შესახებაც მოსახლეობამ, შესაძლოა, ნაკლებად იცოდეს.

რუსუდან კლიმიაშვილი უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებას მიიჩნევს

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმები და უკვე განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს და წარმატებული უწოდეს პოლიტიკოსებმა, მედიკოსებმა და ექსპერტებმა.

გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის რეფორმების წარმატებულად განხორციელებაში „გლობალური ალიანსის“ წვლილზეც მიანიშნებენ და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, რუსუდან კლიმიაშვილი ქვეყნის მოსახლეობისთვის მთავრობის მხრიდან უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებას მიიჩნევს.

„ეს ყველაზე სწორი მიდგომაა. ჩვენი ექსპერტები ძალიან კვალიფიციურები არიან და მათი ჩართულობა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც გასაუმჯობესებელია, დასასრულებელი და დასახვეწი იმის მიხედვით, რის საშუალებასაც მოგვცემს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ის ფაქტი, რომ ადამიანებს არ ეშინიათ და უამრავ სერვისზე აქვთ წვდომა, უდავოდ მნიშვნელოვანია. ასევე გაიზარდა ადამიანების მიმართვიანობა ექიმთან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება. ძალიან გაუმართლა ჩვენს ქვეყანას, რომ ეს პროგრამა სწორედ ჩვენთან დაიწყო. თუმცა მხოლოდ გამართლება არ არის, კომპეტენტური ექიმებისა და ექსპერტების არსებობამ მისცა მეორე მხარეს იმედი, რომ ელიმინაციის პროგრამა სწორად და პასუხისმგებლობით წარიმართებოდა“.

რუსუდან კლიმიაშვილი სხვა მნიშვნელოვან რეფორმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სხვა მიმართულებითაც, რის შესახებაც მოსახლეობამ, შესაძლოა, ნაკლებად იცოდეს:

„ეს არის შიდსისა და ტუბერკულიოზის პროგრამა. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, თუმცა საჭიროებს განხილვას. მიმაჩნია, რომ ასეთი დოკუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რაზე აცხადებს ქვეყანა მზაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თანახმად“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ,,გლობალური ალიანსის“ სპეციალისტების რეკომენდაციების მნიშვნელობაზეც საუბრობს.

„მათი ხედვა და რჩევები, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, თუმცა, სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი მთავრობის გასაკეთებელია. ისინი გვაძლევენ. თავისი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე. რჩევებს და უკვე ჩვენი სპეციალისტებისა და ექსპერტების ვალდებულებაა, რომ ჩვენს რეალობას მოარგონ სამოქმედო გეგმა“.

kvira.ge

იხილეთ ასევე

მელანომის დიაგნოზის მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

მძიმე დაავადების მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.  მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებმა  პეტიცია შეიმუშავეს, რათა …