მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რუსუდან ქარსელაძე : ვენდობი ჯენერიკებს, როდესაც ვენდობი მის მწარმოებელ კომპანიას
რუსუდან ქარსელაძე ჯენერიკების სანდოობის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ენდობა და იყენებს ჯენერიკებს, თუ სანდოა მათი მწარმოებელი კომპანია.

რუსუდან ქარსელაძე : ვენდობი ჯენერიკებს, როდესაც ვენდობი მის მწარმოებელ კომპანიას

საქართველოს ბავშვთა ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან ქარსელაძე ჯენერიკების სანდოობის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ენდობა და იყენებს ჯენერიკებს, თუ სანდოა მათი მწარმოებელი კომპანია.

ამასთან, განმარტავს რომ მედიკამენტის ხარისხს ქვეყანა არ განსაზღვრას, განსაზღვრავს კომპანია და ქარხანა, რამდენად აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

„ჯენერიკ მედიკამენტების შესაებ უამრავი მოსაზრება არსებობს და მის ხარისხს მხოლოდ ერთი ფაქტორი განაპირობს – რამდენად იყო დაცული წარმოებისას სტანდარტები და რამდენად შეესაბამება მისი ფარმაცევტული თვისებები ორიგინალ მედიკამენტს. შესაბამისად, ამ საკითხთან მიდგომა მრავალწახნაგოვანია. პირადად, ვენდობი ჯენერიკებს, როდესაც ვენდობი მის მწარმოებელ კომპანიას. სწორედ ამ თემაზე ვკითხულობ სალექციო კურსს, რომელიც ეხება ჯენერიკ მედიკამენტებსა და ბრენდულ პრეპარატებს. ვფიქრობ, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ამ მიმართულებით, საკმაოდ, დაბალია“, – განაცხადა რუსუდან ქარსელაძემ.

news.ge

იხილეთ ასევე

დღეს, 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 …