მთავარი » უცხოეთი » სადაზღვევო ბაზრის გლობალური ლიდერები “AXA” და Global Benefits Group სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ
AXA მიზნად ისახავს GBG ჯგუფთან პარტნიორობით გააძლიეროს მისი საერთაშორისო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართულებით ფუნქციონირება.

სადაზღვევო ბაზრის გლობალური ლიდერები “AXA” და Global Benefits Group სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

სტრატეგიული თანამშროლობის შესახებ კალიფორნიაში, აშშ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით AXA ხელს შეუწყობს Global Benefits Group-ის განვითარებას მოქმედ და ახალ ბაზრებზე შემდეგი სამი მიმართულებით:

გადაზღვევის მიმართულება: AXA იქნება GBG ჯგუფის მთავარი გადამზღვევი პარტნიორი ჯგუფის ბიზნესის ყველა მიმართულებით.

რეფერალური პროგრამა: AXA უზრუნველყოფს GBG ჯგუფის საერთაშორისო სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებას თავისი მომხმარებლისთვის, სადაც განსაკუთრებულ აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე გააკეთებს.

ახალ ბაზრებზე ოპერირება: AXA სუბსიდირებული კომპანიების მეშვეობით ხელს შეუწყობს Global Benefits Group-ს გააფართოოს ოპერირების ქსელი და შევიდეს იმ ბაზრებზე, სადაც ამ მომენტისთვის არ ოპერირებს.

AXA თავის მხრივ ამ თანამშრომლობის საფუძველზე, მიზნად ისახავს GBG ჯგუფთან პარტნიორობით გააძლიეროს მისი საერთაშორისო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართულებით ფუნქციონირება და წარმომადგენლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

როგორც Global Benefit Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ დურიშმა 31 მარტს, ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა – AXA-სთან პარტნიორობა ახალ ბაზრებზე შესვლის გარდა, GBG ჯგუფისთვის დამატებითი ფინანსური სტაბილურობის გარანტია.

აღსანიშნავია, რომ Global Benefits Group-ის რეგიონალური წარმომადგენლობა Global Benefits Georgia გასულ კვირას თბილისშიც გაიხსნა, სადაც დაზღვევისა და რისკების მართვის სრულ ჩამონათვალთან ერთად საერთაშორისო ჯანმრთელობის დაზღვევაც გახდა ხელმისაწვდომი ქართველი მომხმარებლისთვის.

bm.ge

იხილეთ ასევე

ინდექსის მიხედვით ყველაზე ჯანსაღი 50 ქვეყანაა გამოყოფილი, რომელშიც არ შედის საქართველო, ჯანმრთელი ქვეყნების 50-ეულში ვერ მოხვდა ვერც ჩინეთი.

Bloomberg-მა ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების სია გამოაქვეყნა – საქართველო 50-ეულში ვერ მოხვდა

Bloomberg-მა გლობალური ჯანმრთელობის ინდექსი გამოქვეყნა. გამოცემამ მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის ყველაზე ჯანსაღის სტატუსი იტალიას მიანიჭა. …