მთავარი » დაზღვევა » სადაზღვევო კომპანიებისთვის ყველაზე ზარალიანი სამედიცინო დაზღვევაა
2016 წელს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობით დაკავებული 2384 საწარმოს შემოსავალმა 4431,3 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან პროვენტიდან შემოსავალი და 71,1%-ია, ხოლო საკომისიოები 10.9 % .

სადაზღვევო კომპანიებისთვის ყველაზე ზარალიანი სამედიცინო დაზღვევაა

2016 წელს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობით დაკავებული 2384 საწარმოს შემოსავალმა 4431,3 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან პროვენტიდან შემოსავალი და 71,1%-ია, ხოლო საკომისიოები 10.9 % .

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ საწარმოების ხარჯები 3628,9 მლნ. ლარია. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე კომპანიებმა 720,7 მლნ. ლარი დახარჯეს.

აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 36,9 ათას კაცს, რომელთაგან 59,1% ქალი იყო. 2016 წლის დასაწყისისათვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1226,0 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით, ხოლო წლის ბოლოს მისი მოცულობა – 1340,7 მლნ. ლარს გაუტოლდა.

2016 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ფიქსირებულ აქტივებში განხორციელდა 502,7 მლნ. ლარის ინვესტიცია. ხოლო სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 369,5 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან 43,6% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 18,7% – ქონების დაზღვევაზე, 15,2% – სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 7,0% – სიცოცხლის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (15,5%) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

ამასთან, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 232,5 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 61,2% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 14,5% სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 9,7% – ქონების დაზღვევაზე, 2,8% – სიცოცხლის დაზღვევაზე, დანარჩენი (11,8%) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

commersant.ge

იხილეთ ასევე

“თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს COVID 19-თან დაკავშირებული რისკების დაზღვევას შესთავაზებს

კომპანია “თიბისი დაზღვევა“ უახლოეს კვირებში ბაზარზე გაფართოებულ სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტს გამოიტანს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი …