მთავარი » დაზღვევა » სადაზღვევო ლიმიტების და ხარჯების კონტროლი, ინფორმაცია სიახლეებზე – „ალფა“ მობილურ აპლიკაციაზე მუშაობს

სადაზღვევო ლიმიტების და ხარჯების კონტროლი, ინფორმაცია სიახლეებზე – „ალფა“ მობილურ აპლიკაციაზე მუშაობს

პანდემიის პერიოდში დაწყებული, სერვისების დიჯიტალიზაციის პროცესი სხვადასხვა ბიზბნეს-სექტორში, მათ შორის სადაზღვევო სფეროში პანდემიის მწვავე ეტაპის გადავლის შემდეგაც გრძელდება.

ბევრი სადაზღვევო კომპანია, მართალია, დაუბრუნდა მომსახურების ტრადიციულ ფორმებს, თუმცა მათ გაიაზრეს, რომ დიჯიტალიზაციის განვითარების გარეშე გაუჭირდებათ წარმატებული ოპერირება და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.

ერთერთი სადაზღვევო კომპანია, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს საკუთარი აპლიკაცია, „ალფაა“. ამ ხარვეზის გამოსწორებას კომპანია უახლოეს პერიოდში აპირებს. როგორც

მისმა გენერალურმა დირექტორმა აკაკი ლომაურმა განაცხადა, აპლიკაცია, რომელიც მომზადების პროცესშია, მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, სმარტფონით მოახერხონ არა მხოლოდ  სერვისების მიღება,  არამედ შეძლონ, აწარმოონ როგორც ანგარიშგება, რა თანხა უჯდებათ დაზღვევის სერვისები, არამედ ისიც, თუ რა ლიმიტები აქვთ გახარჯული, ასევე თვალი ადევნონ სიახლეებს, გაეცნონ ახალ პროდუქტებს, განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები სადაზღვევო კომპანიასთან მომდევნო თანამშრომლობის თვალსაზრისით.

„ალფას“ ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ დღეს სექტორის ერთერთი გამოწვევა ისაა, რომ მომხმარებლები დეტალურად არ კითხულობენ ხელშეკრულებებს, რაც ანაზღაურების პროცესში პრობლემებს იწვევს.

ამ ეტაპზე „ალფას“ მომხმარებლებს დისტანციური სერვისებით სარგებლობა ვებგვერდი საშუალებით შეუძლიათ.

იხილეთ ასევე

ქვეყანაში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება

საქართველოში სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. ამ საკითხზე  მსოფლიო ბანკი მუშაობს საბოლოო ანგარიშზე, …