მთავარი » მსოფლიო » საფრანგეთს პანდემიის მეხუთე ტალღა უტევს, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი არ იზრდება

საფრანგეთს პანდემიის მეხუთე ტალღა უტევს, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი არ იზრდება

საფრანგეთში კორონავირუსის მეხუთე ტალღის გავრცელება „ელვის სისწრაფით“ იწყება. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა განაცხადა. ინფორმაციას Le Figaro აქვეყნებს.

ნატალის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების ყოველკვირეული ზრდა 80%-ს შეადგენს. თუ გასულ შაბათს, 13 ნოემბერს ერთ დღე-ღამეში 9500-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, 20 ნოემბერს ამ მაჩვენებელმა 17 ათასს გადააჭარბა. ეს ციფრები კი პანდემიის სწრაფ გავრცელებაზე მიუთითებს: მანამდე ზრდის ასეთი ტემპი არა ერთ, არამედ სამ კვირაში დაფიქსირდა.

„ჩვენ ვხედავთ დაინფიცირების ძალიან ძლიერ ზრდას, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ვაქცინაციის ძალიან ფართო მოცვა გვაქვს და ჩვენს მეზობლებს ბევრად ვუსწრებთ რევაქცინაციაში,“ – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

ამის მიუხედავად, ხელისუფლება „სანიტარული საშვების“ გამოყენებაზე კონტროლს ამკაცრებს. ბოლო დღეებში მათი შემოწმებების რაოდენობა გაიზარდა. მხოლოდ 4 დღეში 70 ათასი მოქალაქე და 4,3 ათასი დაწესებულება შემოწმდა.

„სანიტარული საშვი“ გაიცემა ვაქცინირების, კოვიდის გადატანის ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

აგვისტოს დასაწყისიდან ასეთი საშვის ქონა სავალდებულო გახდა. მისი საშუალებით შესაძლებელია სავაჭრო ცენტრებში, კაფეებსა და რესტორნებში შესვლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად, საფრანგეთში კოვიდ 19-სგან  გარდაცვალების სტატისტიკა არ იზრდება: ბოლო 24 საათში 67-მილიონიან ქვეყანაში ვირუსმა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში მოსახლების 69% აცრილია.

იხილეთ ასევე

ავსტრიის კანცლერის შეფასებით, მოსახლეობის ვაქცინაციის 65%-იანი მაჩვენებელი „სამარცხვინოა“

დღეიდან, 10 დღის განმავლობაში, ავსტრიაში მკაცრი ლოქდაუნი ცხადდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული …