მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სახელმწიფომ მედიკამენტების ხარისხი უნდა გააკონტროლოს
ფასების დარეგულირების „უებარი წამალი“ არის მონოპოლიების არარსებობა და მაღალი კონკურენცია." სახელმწიფომ მედიკამენტების ხარისხი აუცილებლად უნდა გააკონტროლოს"

სახელმწიფომ მედიკამენტების ხარისხი უნდა გააკონტროლოს

მედიკამენტებზე არსებულ ფასებსა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე საუბრისას პარლამენტის წევრმა მურმან დუმბაძემ აღნიშნა, რომ ფასების დარეგულირების „უებარი წამალი“ არის მონოპოლიების არარსებობა და მაღალი კონკურენცია.” სახელმწიფომ მედიკამენტების ხარისხი აუცილებლად უნდა გააკონტროლოს”

„ისიც ცხადია, რომ გარკვეულწილად, ფასები დამოკიდებულია დოლარის კურსის ცვალებადობაზე ლართან მიმართებაში და ძნელი სათქმელიამ რამდენ ხანს გაუძლებენ მოქალაქეები ლარის კურსის დაცემას. ფასები რომც შენარჩუნდეს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, მაინც მძიმედ ურტყამს ეს ყველაფერი მოსახლეობის ჯიბეს. მე მაინც მგონია, რომ გაძვირებული ფასები სუსტი კონკურენციის ბრალია, თუმცა საკითხს ღრმად არ ვიცნობ“, – აცხადებს დუმბაძე.

მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რიომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის საკითხში სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს. 

„ფასების რეგულირების საკითხში სახელმწიფოს ჩარევას არ მივესალმები, რადგან სადაც ეს ხდება, იქ საქმე ფუჭდება. პირიქით, სახელმწიოს ჩარევა სავაჭრო ურთიერთობებში უნდა იყოს მინიმალური. სახელმწიფოს კონტროლი საჭიროა, როდესაც ადამიანის უსაფრთხოებაზეა საუბარი, რომ ქუჩაში მოქალაქემ პოლიციალი არ დაჭრას, ან პირიქით, პოლიციელი უხეშად არ მოექცეს მას.

ფარმაცევტული კომპანიებისთვის ფასების განსაზღვრა სახელმწიფოს მოვალეობაში არ შედის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის კარტერული შეთანხმება, ბიზნესზე ზემოქმედება და სახელმწიფოს ჩარევა უფრო მეტად დააზარალებს მოქალაქეს.

აი, რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხის კონტროლს, ეს არის საკითხი, რომელშიც სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს. საჭიროა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოფილი იქნას ძლიერი კონკურენცია. ამის მექანიზმები უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს, რადგან სწორედ ეს არის მისი ამოცანა“, –აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

epn.ge

იხილეთ ასევე

რეგულირების სააგენტომ ბაზრიდან Marion Biotech-ის წარმოების მედიკამენტი “ნოლგრიპ ჯუნიორი” გამოითხოვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომკომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპჯუნიორი – NOLGRIPP Junior, …