მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » სამედიცინო დოკუმენტაცია ტოტალურად გაყალბებულია
ჯანდაცვის სექტორს ვუყურებ, როგორც მინუსი ნიშნით მოხდენილ რევოლუციას,სამედიცინო დოკუმენტაცია ტოტალურად გაყალბებულია, რისი მიზეზიც ფასების კონტროლია.

სამედიცინო დოკუმენტაცია ტოტალურად გაყალბებულია

“სამედიცინო ინდუსტრია დღეს მთლიანად კრიმინალიზებულია”, – ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო დოკუმენტაცია ტოტალურად გაყალბებულია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ფასების კონტროლია.

“ამ მთავრობამ მოახდინა რევოლუციური ცვლილება, თუმცა ის შესაძლოა იყოს როგორც პლიუსი ნიშნით, ასევე მინუსით. მე ჯანდაცვის სექტორს ვუყურებ, როგორც მინუსი ნიშნით მოხდენილ რევოლუციას. ნეგატიური ეფექტი რომელიც ამ რევოლუციამ მოახდინა ჯანდაცვის სექტორში უნდა შემცირდეს. რევოლუციური იყო კერძო სექტორის განდევნა ჯანდაცვის სექტორიდან. შემდეგი მომენტი იყო ფასების კონტროლი, რომელიც ამახინჯებს ბაზარს და სიყალბეს იწვევს. მთლიანად სამედიცინო ინდუსტრია დღეს გვაქვს კრიმინალიზებული. ფაქტიურად მთელი საავადმყოფოები არიან გაყალბებაზე გადასული. სამედიცინო დოკუმენტაცია ტოტალურად გაყალბებულია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები უკონტროლოა და სერვისები იმ ადამიანებისთვის ძვირდება, რომლებიც საკუთარი ჯიბიდან იხდიან გადასახადებს.

“მთავრობამ და ბიუროკრატიამ შექმნა ის პრობლემა რაც არის საყოველთაო ჯანდაცვა. ხარჯები უკონტროლოა, სერვისები ძვრდება, იმ ადამინებისთვის ვინც თავისი ჯიბიდან იხდიან გადასახადებს. კმაყოფილი ფენა არის საშუალო ფენა, რომლის ხარჯების დაფარვაც კატასტროფულია. ხარჯები ზრდადია და მისი შეკავების მექანიზმები არ მუშაობს”, – ამბობს მეგრელიშვილი და დასძენს, რომ ფინანსური რისკი, რომელიც დღეს სახელმწიფოს მხარესაა, კერძო სექტორზე უნდა გადავიდეს.

“ამ ფულის ადმინისტრატორი კერძო სადაზღვევო სექტორი უნდა გახდეს. ეს გამოასწორებს იმ მდგომარეობას რაც ბოლო ორი წელია გვაქვს, – კერძოდ 100 მილიონიანი გადახარჯვა გვქონდა შარშან”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

დსთ-სთან შედარებით საქართველოში პირველადი ჯანდაცვა ყველაზე ცუდად ფინანსდება – „ევექსის“ ტოპ-მენეჯერის პოზიცია

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა განვითარების მომდევნო ეტაპზე გადადის. ამ თემაზე ბოლო შეხვედრა კერძო სექტორსა და ჯანდაცვის …