მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სამედიცინო კორპორაცია ევექსი საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
სამედიცინო კორპორაცია ევექსი სამედიცინო დონის ამაღლების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში აქტივობებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსი საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

16 აპრილს, სასტუმრო “რადისონში” პირველადი ჯანდაცვის განვითარების თემაზე საერთაშორისო დონის კონფერენცია გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ და მაღალკვალიფიციურ მუშაობას.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიის (EURACT) წარმომადგენლები ბრიტანეთიდან და სლოვენიიდან. ევროკავშირში ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემია პირველადი რგოლის ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით ყველაზე მაღალრეიტინგულ ორგანიზაციას წარმოადგენს.

კონფერენციის მეორე ნაწილში დაგეგმილია მოხსენებები საქართველოში აქტუალური სამედიცინო საკითხებზე: პათოლოგიური ნიშნების გამოვლენა ბავშვთა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, გერიატრიული პაციენტებისადმი მიდგომის თავისებურებები, კარდიოვასკულარული რისკების სტრატიფიკაცია პირველადი რგოლის დაწესებულებებში და სხვა.

სამედიცინო კორპორაცია ევექსი ამბულატორიული ქსელის განვითარებისა და პირველად რგოლში ჩართული კადრების სამედიცინო დონის ამაღლების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში აქტივობებს.

ipress.ge

იხილეთ ასევე

სპეციალურ ონლაინ-პლატფორმაში საქართველოში მოქმედი ყველა სოფლის ამბულატორია ჩაერთო

  საქართველოში მოქმედი ყველა სოფლის ამბულატორია ინტერნეტითაა აღჭურვილი. ასევე, ყველა სოფლის ექიმს აქვს წვდომა უახლეს …