მთავარი » უცხოეთი » სამედიცინო ტურიზმის პერსპექტივები – თურქეთი გააქტიურებას გეგმავს
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის განვითარების მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია, ამ მიმართულებით ინვესტირება ჯერ კიდევ მიზერულია.

სამედიცინო ტურიზმის პერსპექტივები – თურქეთი გააქტიურებას გეგმავს

საქართველოსათვის თურქეთის სამედიცინო ბაზარი თანდათან უფრო მომხიბვლელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის განვითარების მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია, ამ მიმართულებით ინვესტირება ჯერ კიდევ მიზერულია.

ქართულ ბაზარზე უმეტესად სტომატოლოგიური კლინიკები აქტიურობენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა მეზობელი თურქეთის გამოცდილება გაიზიაროს და სამედიცინო ტურიზმის ბაზარზე გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიოს.

თურქეთი სამედიცინო ტურიზმის გლობალურ ბაზარზე ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად აქტიურობს და ლიდერის პოზიციების დაკავებასაც გეგმავს. ეს მხოლოდ მიზანი არ არის და ქვეყნის მმართველობა და შესაბამისი ორგანიზაციები ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. თურქეთის ამ გეგმების განხორციელებაში კერძო ორგანიზაციებსა და კომპანიებთან ერთად სამი ძირითადი სახელმწიფო უწყება – ჯანდაცვის, ტურიზმისა და ეკონომიკის სამინისტროებია ჩართული.

ბოლო 5 წლის განმავლობაში თურქეთმა, ამ მიზნით, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა და ააშენა, როგორც ახალი, თანამედროვე კლინიკები კამპუსებით, ასევე მოახდინა სამედიცინო კლინიკების მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გადაიარაღება.

Turkish Healthcare Tourism Council-ი (THTC) ერთ-ერთია იმ უწყებებს შორის, რომელიც სამედიცინო ტურიზმზეა ორიენტირებული. THTC -ი 2005 წელს დაარსდა და მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა. ის მნიშვნელოვან მარკეტინგულ ღონისძიებებს მართავს მსოფლიოს მასშტაბით. მარკეტინგულთან ერთად ორგანიზაცია მედიკოსებს ეპატიჟება ვორკშოპებსა და სემინარებზე, აწყობს მათთვის ტურებს თურქეთის სამედიცინო ტურიზმის შეთავაზებების გასაცნობად.

სამედიცინო ტურიზმი თურქეთში განსაკუთრებით აქტუალური ბოლო 6-7 წელია გახდა. ამ ხნის განმავლობაში მან მოახერხა და მსოფლიო ქვეყნებს შორის სამედიცინო ტურიზმის მაჩვენებლით მესამე ადგილი დაიკავა. წლიურად ბაზარი 40%-ით იზრდება, 2016 წელს ქვეყანას სამედიცინო მომსახურების სერვისის მისაღებად მსოფლიოს 144 ქვეყნიდან 750 000 ტურისტი ეწვია, შემოსავალმა კი 5,8 მლრდ დოლარს მიაღწია.

Emin Cakmak-ის სურათის შედეგიორგანიზაციას მსოფლიოს 90 ქვეყანაში 375 წევრი და 151 ოფისი აქვს. წარმომადგენლობა გააჩნია საქართველოს 3 ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ორგანიზაციის დამფუძნებელი ემინ ჩაკმაკი BPI-სთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით კარგი პოტენციალი აქვს და მაგალითი შესაძლოა სწორედ თურქეთიდან აიღოს. მით უმეტეს, რომ ამ თვალსაზრისით მსოფლიო უფრო ღია გახდა და მომხმარებელი არჩევანს მხოლოდ ევროპასა და აშშ-ზე აღარ აკეთებს, ეძებს ალტერნატივას.

„თურქეთი ქართველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა და ქართველებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა და ეძებენ ქვეყანას, სადაც ჩაიტარებენ მკურნალობას, თურქეთი არის ის ქვეყანა, რომელიც მათ საუკეთესო მომსახურებას შესთავაზებს. სტატისტიკა მზარდია.

georgia on the map-ის სურათის შედეგიბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან სამედიცინო მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობა იზრდება, რამდენადაც თურქეთს საქართველოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: საქართველოს მეზობელი ქვეყანაა, არ მოქმედებს სავიზო რეჟიმი, ქვეყნის ხელისუფლებებს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობაა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიღების ადვილი და შედარებით იაფიანი შესაძლებლობაა.

თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ავიამიმოსვლა კი შესაძლებლობას იძლევა, გადაადგილება იყოს ადვილი და კომფორტული,“ – აცხადებს ჩაკმაკი.

ჩაკმაკი აღიარებს, რომ საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. ქართველი პაციენტების მიზიდვის გარდა, შესაძლოა ერთობლივი ბიზნესის და ინვესტიციების განხორციელებაც. ამბობს, რომ ამ მხრივ საქართველოში არაერთი თურქული კომპანია მუშაობს და ნამდვილად არის შესაბამისი მაგალითი, როდესაც თურქმა ბიზნესმენებმა საქართველოს სამედიცინო სექტორში ინვესტიცია განახორციელა.

„საქართველოში ბაზარი ღიაა, არა მხოლოდ კონკრეტული მიმართულების თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სექტორის განვითარებით საქართველოს მთავრობაც დაინტერესებულია.“

სამედიცინო ტურიზმის გლობალურ ბაზარზე კონკურენცია დიდია.

„თუ ინვესტიციებს ტექნოლოგიების გადაიარაღებაში არ განახორციელებ, ის ისე სწრაფად იცვლება, ჩამორჩენილი იქნები და წარმატებას ვერ მიაღწევ. ამავდროულად აუცილებელია კვალიფიციური ექიმები და მათი გადამზადების მიმართულებით აქტიურობა. ბოლო 5 წლის განმავლობაში თურქეთის სამედიცინო სექტორში 30 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა“, – ამბობს ჩაკმაკი და დასძენს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიფ ერდოღანს აქვს ამბიცია თურქეთს მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო შეთავაზებები ჰქონდეს.

ჩაკმაკი ამბობს, რომ ქვეყანაში  2 მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება და ეს ორი მიმართულება – ჯანდაცვა და განათლებაა.

თურქეთის გეგმები მართლაც ამბიციურია. უკვე არსებული გაწერილი გეგმით, 2023 წლისთვის ქვეყნის 22 ქალაქში დამატებით ახალი, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა ამოქმედდება, სამედიცინო სერვისით მომსახურე ტურისტთა რაოდენობა კი 2 მლნ-ს მიაღწევს. გაიზრდება განხორციელებული ინვესტიცია, შემოსავლების მოცულობა კი 20 მლრდ დოლარს გაუტოლდება.

პროექტების განხორციელების გეგმა საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP – public–private partnership) მოდელით მიმდინარეობს.

„რამდენიმე წლის წინ ევროპასა და ამერიკაში მიდიოდა ხალხი, ახლა უკვე ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ამ ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში მიღებულმა რევოლუციურმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად დააწინაურა. დღეს ამერიკაშიც კი ეძებენ იმავე კატეგორიის სამედიცინო მომსახურებას შედარებით დაბალ ფასად“, – ამბობს THTC -ის დამფუძნებელი.

ორგანიზაცია ღიაა ყველასთვის, ვისაც ინფორმაციის გაცვლა და მეტი ცოდნის მიღებს სურს. სწორედ ამ მიზნით THTC-ი აქტიურად ატარებს მათთვის სემინარებს და ტურებს გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ორგანიზაციამ ქართველ მედიკოსებსა და კლინიკების მენეჯერებს თბილისში უმასპინძლა. თბილისში გამართულ სამედიცინო ტურიზმის სემინარი-ვორკშოპი B2B ფორმატში გაიმართა, ქართულმა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელმა თურქული კომპანიების გამოცდილების გაზიარება შეძლეს. რამდენიმე ქართულმა კომპანიამ თურქული კომპანიისგან კლინიკაში მიპატიჟების შეთავაზება მიიღო, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ თურქული კლინიკის საქმიანობასა და გეგმებს.

საქართველოში Turkish Healtcare Travel Council-ის ექსკლუზიური პარტნიორია კომპანია BE FREE, რომელიც ქართველ პაციენტებს თურქეთში შეღავათიანი ტარიფებით მკურნალობას სთავაზობს.

ტურისტული კომპანია BE FREE 6 თვის წინ გაიხსნა, ის საქართველოს ბაზარზე დიდი გამოცდილების მქონე ტურისტული კომპანია Wonderland-ის შვილობილია, რომელიც იმავდროულად საქართველოში Turkish Healtcare Travel Council-ის წარმომადგენელიცაა.

BE FREE ორიენტირებულია სამედიცინო ტურიზმზე და მისი მიზანია, პაციენტების გაგზავნა თურქეთის სხვადასხვა წამყვან კლინიკაში.

Turkish Healtcare Travel Council-ის მუშაობა დაფუძნებულია ონლაინ რეჟიმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საბუთების შევსება ხდება ონლაინ და პასუხები უკვე 7 დღის განმავლობაში გაქვს.

medical Tourism turkey-ის სურათის შედეგიონლაინ რეჟიმში ატვირთული საბუთები ავტომატურადვე იგზავნება თურქეთის შესაბამის კლინიკებში, დიაგნოზის მიხედვით და ამას აკეთებს თავად სისტემა. პაციენტის საბუთები თურქეთის მინიმუმ 15-20 კლინიკაში იგზავნება, რაც საკმაოდ მაღალ სერვისზე მიუთითებს.

თურქეთის კლინიკიდან მიღებული პასუხებისა და შეთავაზებების შემდეგ პაციენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს არჩევანს. პაციენტს ადგილზე მკურნალობის საერთო თანხის 10%-ის გადახდა უწევს, დარჩენილ 90%-ს თურქეთში, შესაბამის კლინიკაში იხდის.

აღსანიშნავია, რომ აპრილში ანტალიაში ჯანდაცვის, სპორტისა და ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო კონგრესი-გამოფენა Hestourex-ი გაიმართა. თურქეთმა ამ გამოფენით კიდევ ერთხელ მსოფლიოს საკუთარი წარმატებების შესახებ ამცნო. ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველი მედიკოსები და კომპანიები იღებდნენ. ასეთი ტურების უმრავლესობის დაფინანსებას კი უმეტესად თურქეთის მთავრობა საკუთარ თავზე იღებს, რამდენადაც აქვს მიზანი და კონკრეტული გეგმა სამედიცინო ტურიზმის ბაზარზე თურქეთის წილის ზრდასთან დაკავშირებით.

bpi.ge

იხილეთ ასევე

ინდექსის მიხედვით ყველაზე ჯანსაღი 50 ქვეყანაა გამოყოფილი, რომელშიც არ შედის საქართველო, ჯანმრთელი ქვეყნების 50-ეულში ვერ მოხვდა ვერც ჩინეთი.

Bloomberg-მა ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების სია გამოაქვეყნა – საქართველო 50-ეულში ვერ მოხვდა

Bloomberg-მა გლობალური ჯანმრთელობის ინდექსი გამოქვეყნა. გამოცემამ მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის ყველაზე ჯანსაღის სტატუსი იტალიას მიანიჭა. …