მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო უნივერსიტეტს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვევიან
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფესორები შეარჩევენ 6 სტუდენტს, რომლებიც 2016 წელს სტაჟირებას გაივლიან მიუნხენის კლინიკებში.

სამედიცინო უნივერსიტეტს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვევიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს 11-13 დეკემბერს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვევიან.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რაინოლდ ლანგი, ფრიც შპელსბერგი, გეორგიუს მაიამარაკისი, ფლორიან ვაისი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, გერმანიაში მოღვაწე ექიმი გიორგი გრიგოლია.

“11 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საკონფერენციო დარბაზში პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, ჩაატარებენ ინტენსიური სონოგრაფიის კურსს და მასტერ-კლასს ქირურგიული კერვისა და ანასტომოზის დადების ტექნიკის საკითხებზე. ასევე, დაგეგმილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებული პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციების გაწევა”

– აცხადებენ სამედიცინო უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მეორე დღეს – 12 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფესორები შეარჩევენ თსსუ–ის 6 სტუდენტს, რომლებიც 2016 წელს სტაჟირებას გაივლიან მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …