მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველომ “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენების ასაკობრივი ზღვარი 55 წლიდან 45 წლამდე შეამცირა

საქართველომ “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენების ასაკობრივი ზღვარი 55 წლიდან 45 წლამდე შეამცირა

ხვალიდან, 20:00 საათიდან “ასტრაზენეკას” ვაქცინის დაჯავშნა 45 წლის და უფრო მაღალი ასაკის მოქალაქეებს შეეძლებათ. გადაწყვეტილება აღნიშნული ვაქცინისთვის ასაკობრივი შეზღუდვის 55 წლიდან 45 წლამდე დაწევის შესახებ იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, გასულ კვირაში გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება  აღნიშნული ვაქცინის გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის შესახებ, თუმცა სხვა ქვეყნები შეზღუდვებს ინარჩუნებენ. რაც შეეხება საქართველოს, გაბუნიას თქმით,  რისკების შეფასების და დამატებითი კონსულტაციების შედეგად იმუნიზაციის საბჭომ ასაკობრივი შეზღუდვის 45 წლამდე დაწევას დაუჭირა მხარი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში აცრაზე მოთხოვნა მაღალია და დღეში აცრილთა რაოდენობა უკვე 4600-ს აჭარბებს, რაც კარგი მაჩვენებელია.

თამარ გაბუნიას თქმითვე, ხვალიდან, 20:00 საათიდან გაიხსნება “სინოფარმის” მეორე დოზაზე რეგისტრაციაც.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაქცინებზე არსებულ მაღალ მოთხოვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, მსურველებს აცრაზე დარეგისტრირება ვებგვერდის გარდა ცხელი ხაზის 1522-ის საშუალებითაც შეუძლიათ.

 

 

იხილეთ ასევე

ამირან გამყრელიძე: ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში 3 მლნ 600 000 დოზა, ოთხი დასახელების ვაქცინა შემოვა

ივლისიდან საქართველოში დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა …