მთავარი » დაზღვევა » საქართველოს სადაზღვევო ბაზრის TOP-5 კომპანია
სადაზღვევო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით, 16 სადაზღვევო სექტორის ჯამურმა მოგებამ 9 თვეში 13.5 მლნ ლარი შეადგინა, 1.7-ჯერ ნაკლები ვიდრე შარშან (22.98 მლნ).

საქართველოს სადაზღვევო ბაზრის TOP-5 კომპანია

სადაზღვევო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით, 16 სადაზღვევო სექტორის ჯამურმა მოგებამ 9 თვეში 13.5 მლნ ლარი შეადგინა, 1.7-ჯერ ნაკლები ვიდრე შარშან (22.98 მლნ).

ამავე სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია მოზიდული პრემიის მოცულობა. კერძოდ, 2017 წლის 3 კვარტალში სადაზღვევო კომპანიებმა მოიზიდეს 345,72 მლნ ლარის პრემია, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი იყო 316,3 მლნ ლარი.

„კომერსანტი“ გთავაზობთ  საქართველოს სადაზღვევო ბაზრის Top 5 კომპანიას. (2017 წლის მე-3 კვარტალი) 

მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობა:  

  • ჯი პი აი ჰოლდინგი – 83,28 მლნ. ლარი
  • ალდაგი – 71,17 მლნ.ლარი
  • იმედი L – 43,85 მლნ. ლარი
  • პსპ დაზღვევა – 29,07 მლნ. ლარი
  • არდი  – 26,04 მლნ. ლარი

ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალები: 

  • ჯი პი აი ჰოლდინგი – 40,35 მლნ. ლარი
  • იმედი L – 33,64 მლნ. ლარი
  • პსპ დაზღვევა – 22,87 მლნ. ლარი
  • ალდაგი – 22,85 მლნ.ლარი
  • არდი  – 13,78 მლნ. ლარი

გამომუშავებული პრემია და დამდგარი სადაზღვევო ზარალები: 

  • ჯი პი აი ჰოლდინგი – 74,64 მლნ. ლარი
  • ალდაგი – 63,95 მლნ.ლარი
  • იმედი L – 41,08 მლნ. ლარი
  • პსპ დაზღვევა – 22,64 მლნ. ლარი
  • არდი  – 21,71 მლნ. ლარი

სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია: 

  • ჯი პი აი ჰოლდინგი – 49,54 მლნ. ლარი
  • იმედი L – 41,05 მლნ. ლარი
  • პსპ დაზღვევა – 23,42 მლნ. ლარი
  • არდი – 16,92 მლნ. ლარი
  • ირაო  — 9,82 მლნ. ლარი

ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია: 

  • ალდაგი — 24,59 მლნ. ლარი
  • ჯი პი აი ჰოლდინგი – 12,67 მლნ. ლარი
  • უნისონი — 5,95 მლნ. ლარი
  • ირაო — 5,03 მლნ. ლარი
  • არდი  — 2,37 მლნ. ლარი

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია: 

  • ალდაგი — 21,36 მლნ. ლარი
  • ჯი პი აი ჰოლდინგი — 11,98 მლნ. ლარი
  • თიბისი დაზღვევა — 9,71 მლნ. ლარი
  • ირაო  — 3,14 მლნ. ლარი
  • ალფა — 2,55 მლნ ლარი

სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია: 

  • ალდაგი — 6,39 მლნ. ლარი
  • თიბისი დაზღვევა — 5,29 მლნ. ლარი
  • პსპ დაზღვევა — 2,72 მლნ. ლარი
  • იმედი L — 0,82 მლნ. ლარი
  • ჯი პი აი ჰოლდინგი — 0,48 მლნ. ლარი

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია: 

  • ალდაგი — 8,18 მლნ. ლარი
  • ჯი პი აი ჰოლდინგი — 2,79 მლნ. ლარი
  • უნისონი — 2,23 მლნ. ლარი
  • ირაო — 0,78 მლნ. ლარი
  • არდი — 0,64 მლნ. ლარი

2017 წლის 3 კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 16 სადაზღვევო კომპანია, 15 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

 commersant.ge

იხილეთ ასევე

“თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს COVID 19-თან დაკავშირებული რისკების დაზღვევას შესთავაზებს

კომპანია “თიბისი დაზღვევა“ უახლოეს კვირებში ბაზარზე გაფართოებულ სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტს გამოიტანს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი …