მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ გამოყენება დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება

საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ გამოყენება დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, მომავალი კვირიდან შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ კლინიკების, სადაც „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება. რაც შეეხება “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებულ გართულებებს,  გამყრელიძის თქმით,  ევროპის წამლის სააგენტომ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განიხილეს ეს საკითხი და მათი რეკომენდაციაა, რომ „ასტრაზენეკას“ შესაძლებელია, ჰქონდეს იშვიათი გართულება თრომბოზების სახით, თუმცა იყო მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 4-დან 6-მდე ამ ტიპის გართულება, რომელიც შეიძლება დამთავრდეს ცუდი შედეგით.

 

“მიუხედავად ამისა, ვაქცინის სარგებელი ბევრად აჭარბებს მის რისკს. აქედან გამომდინარე, წამლის სააგენტომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მკაცრი რეკომენდაცია, თუ რა ჯგუფებში უნდა შეჩერებულიყო ვაქცინაცია, არ მიიღეს ანუ ქვეყნებს ეს საკითხი ირიბად გადასაწყვეტად დაუტოვეს, ამან საკმაოდ დიდი კრიტიკა გამოიწვია ევროპის წამლის სააგენტოსადმი, რომ ის ერთიან რეკომენდაციას არ აძლევს ევროკავშირის ყველა ქვეყანას. მთელმა რიგმა ქვეყნებმა მიიღეს დიფერენცირებული გადაწყვეტილებები, არის რამდენიმე ქვეყანა, მაგალითად ფინეთმა, ნორვეგიამ, დანიამ საერთოდ შეაჩერეს „ასტრაზენეკას“ გამოყენება გარკვეული პერიოდით, ისინი საკუთარ კვლევებს აწარმოებენ ამ საკითხთან მიმართებაში. არის მეორე რიგი ქვეყნების, რომლებმაც არ შეაჩერეს და არც ასაკობრივი ზღვარი გაავლეს, მათ თქვენს, რომ მათთან დიდი ზრდაა შემთხვევების და ვაქცინაცია ვირუსის გავრცელებისგან იცავს. სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოზე და გადაწყვიტეთ ამ ეტაპზე შევაჩეროთ 55 წელს ქვემოთ ადამინების აცრა, დავტოვეთ მხოლოდ ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ ასაკში აცრები.

 

აპრილის მეორე ნახევრიდან, დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება გამოყენება ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ და ძირითადად აქცენტი სხვა ასაკებზე და ჯგუფებზე გადავა. არის მოსაზრება, დაველოდოთ ჯანმოს რეკომენდაციას, არის მოსაზრება, რომ ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ, ყოველ შემთხვევაში დაავადებათა კონტროლს უკვე დაწყებული აქვს მომზადება „სინოფარმზე“. შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ მომავალ კვირაში იმ კლინიკებს, სადაც „სინოფარმით“ ვაქცინაცია იქნება. იქ დიდი გადამზადება საჭირო არ არის, რადგან ჩვეულებრივ ტემპერატურაში შესანახი ვაქცინააერთდოზიან ფლაკონშია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ინტენსიური მუშაობა მიდის, პირდაპირი მოლაპარაკებებია „ფაიზერთან“ დაახლოებით მილიონი დოზაა დაკვეთილი, ასევე მოლაპარაკება მიდის სერუმინის ინსტიტუთან ინდოეთის, ის ამზადებს ლიცენზიით ამერიკულ ვაქცინას ახალ „ნოვაქს“ იქაც მილიონი დოზაა შეკვეთილი.

1tv.ge-ს ინფორმაცია

იხილეთ ასევე

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, …