მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დელტა პლუსის ინფიცირება უკვე დადასტურდა სეკვენირებით. მისივე განმარტებით, საქართველოს გერმანელი კოლეგებისგან მოწოდებული აქვს პისიარის ტესტები, რომოლებიც დელტასაც “იჭერს” და შემდეგ ხდება სეკვენირება. პაატა იმნაძე ამბობს, რომ აღნიშნული შტამის შესახებ ცნობილია, რომ ის, ისევე როგორც დელტა, მაღალი გადამდებლობით ხასიათდება.

როგორც jandacva.ge უკვე წერდა, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ინდოეთში ვრცელდება და უკვე მიიღო „დელტა პლიუსის“ სახელწოდება („დელტა“ ე.წ. ინდურ შტამს ეწოდება), უკიდურესად გადამდებია. იმ შემთხვევშიც კი, თუ ამ შტამით დაავადებულ, ნიღბის გარეშე მყოფ ადამიანს უბრალოდ გვერდით ჩაუვლით, მაღალია ალბათობა, რომ დაინფიცირდებით. ამის შესახებ ინდოეთის მედიცინის მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რანდილ გულერიამ განაცხადა. ინფორმაციას India Today ავრცელებს და წერს, რომ მეცნიერების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვირუსის გამძლეობა ანტისხეულების მიმართ და მისი უნარი, გვერდი აუაროს იმუნიტეტს, თუმცა ის ზოგადი ზომები, რომლებსაც ადამიანები COVID-19-სგან დაცვის მიზნით იყენებენ (პირბადე, დისტანცია, ხელის ჰიგიენა), ამ შტამის მიმართაც ეფექტიანია.

მეცნიერის თქმით, ახლა ლაბორატორიები სწავლობენ ვაქცინების ეფექტიანობას დელტა-პლიუსის შტამის მიმართ.

ინდოეთის ლაბორატორიული კონსორციუმის დასკვნით, დელტა-შტამის ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია, მეტადაა დაკავშირებული ფილტვების უჯრედებთან და, როგოც ჩანს, ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას მონოკლონალური ანტისხეულების ტექნოლოგიით. ინდოეთის შტატების ხელმძღვანელებს მიეცათ რეკომენდაცია, გააძლიერონ კოვიდსაწინააღმდეგო ზომები და გაზარდონ ვაქცინაციისა და ტესტირების მასშტაბები.

საწყისი „დელტა“ (იგივე ინდური) შტამი ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად გავრცელდა. აღნიშნული შტამი ახლა არაერთ ქვეყანაში დომინირებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა 50-მდე პროცენტი სწორედ ამ შტამზე მოდის.

იხილეთ ასევე

60 გარდაცვლილი 24 საათში – ლეტალობის მაჩვენებელი ერთი კვირის მაქსიმუმზეა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსს 60 პაციენტი ემსხვერპლა. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 8 სექტემბერს …