მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, აცრილთა რაოდენობამ კი მოსახლეობის 2%-ს გადააჭარბა

საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, აცრილთა რაოდენობამ კი მოსახლეობის 2%-ს გადააჭარბა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა – გასულ დღე-ღამეში  776 შემთხვევა დადასტურდა. მართალია, 12 მაისს უქმე დღე იყო, თუმცა ჩატარებული ტესტების რაოდენობამ თითქმის 32 ათასს მიაღწია, რაც სამუშაო დღეებისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელია. შესაბამისად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი დაკლებულია და 2,43%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის მონაკვეთში ეს მონაცემი 5,56%, ბოლო 7 დღეში კი 4,79%-ია. 

შემცირდა, თუმცა მაინც მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექციით 16 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ბოლო 24 საათში 4056 ადამიანი აიცრა, ჯამში 77343 პირია აცრილი, რაც მოსახლეობის 2%-ზე მეტს შეადგენს. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4278 კოვიდინფიცირებული იმყოფება. 

იხილეთ ასევე

ამირან გამყრელიძე: ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში 3 მლნ 600 000 დოზა, ოთხი დასახელების ვაქცინა შემოვა

ივლისიდან საქართველოში დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა …