მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში ეპიდსიტუაცია მცირედით გაუმჯობესდა

საქართველოში ეპიდსიტუაცია მცირედით გაუმჯობესდა

ბოლო 24 საათში საქართველოში ეპიემიოლოგიური ვითარება შედარებით გაუმჯობესდა – ინფიცირება 1547 პირს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 1131.

წინა დღეებთან შედარებით, მცირედით იკლო გარდაცვალების მაჩვენებელმა და 18 შეადგინა. 

დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 6,06% (წინა დღეებში ეს მაჩვენებელი 8%-ს აჭარბებდა), ბოლო 14 დღის – 5,66%, ბოლო 7 დღის – 6,76%.

სულ აცრილია – 54687, დღიურად აცრილია – 3089

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4354 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროებში  759.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …