მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი უმჯობესდება, გამონაკლისი სიკვდილიანობაა
საქართველოში ექთნების დეფიციტს ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს და პრობლემის მოგვარებას ექთნების გადამზადების პროგრამას გეგმავს.

საქართველოში ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი უმჯობესდება, გამონაკლისი სიკვდილიანობაა

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები სტაბილურია. დღიურ, 7-დღიან და 14-დღიან ჭრილში 3%-ზე დაბალია. მცირდება აქტიური შემთხვევების რაოდენობა და კლინიკებზე ზეწოლა.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდინფიცირებულებისთვის 2373 თავისუფალი სასტუმრო ადგილია, სტაციონარებში კი თავისუფალი საწოლების რიცხვი 2517-ს აღწევს.

ე.წ. კოვიდსასტუმროებში სულ 3000 ადგილია გამოყოფილი (აქედან დაკავებულია 627), კლინიკებში კი 5945 (დაკავებულია 3428). ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 6 ათასამდე პაციენტი მკურნალობს.

5 მაისის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში 17 ათასზე მეტი ინფიცირებული იყო,  აქტიური შემთხვევების რაოდენობა იკლებს  და დღევანდელი მონაცემებით 10 ათასზე ნაკლებია.

დასახელებული მონაცემებისგან განსხვავებით, არ მცირდება ლეტალობის ყოველდღიური მაჩვენებელი. ერთი თვის წინ, 9 მაისს, ეს მონაცემი 18 იყო, თუმცა დღემდე სტატისტიკა  არ შემცირებულა და იმ პერიოდიდან დღემდე გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 15 იყო. 22 მაისს გარდაცვალების 33 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის ლეტალობამ 24 შეადგინა.

ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის  განმარტებით, უხეში სტატისტიკით, ყოველდღიურად ინფიცირებული 1 000 ადამიანიდან დაახლოებით 25-30 ადამიანი კვდება. ეს კი 2.5-3%-ია და ითვლება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

რა მიზეზები აქვს მაღალ სიკვდილიანობას – შესაბამისი ანალიზი ამ ეტაპზე არ არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნული საკითხი პროფესიონალების გასარჩევია და ღრმა ანალიზს მოითხოვს.

“ეს უნდა გაკეთდეს საავადმყოფოების მიხედვით, როგორ არის, რა ეტაპზე კვდებიან ადამიანები ძირითადად, არის თუ არა დაგვიანებული მიმართვიანობა საავადმყოფოებში, როგორ ხდება მიმართვიანობის ანალიზი, რა ეტაპზე მიმართავენ საავადმყოფოს და როგორ ხდება შემდგომ მათი არაინტენსიურ განყოფილებებში მოვლა”, — განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს გარკვეული მონაცემები, თუმცა შიდა მოხმარებისთვის და უფრო მეტი მონაცემი უნდა უნდა ჰქონდეს სამინისტროს.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საკითხს კლინიკური აუდიტი სწავლობს.

იხილეთ ასევე

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

საქართველო სრულად გახდა დამოკიდებული სხვა ქვეყნების კეთილ ნებაზე და საჩუქრებზე, ხელისუფლებამ კი ვაქცინების შეძენის პროცესის …