მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში ჰემოფილიით დაავადებულები პაციენტების მდგომარეობა უმჯობესდება – მიზეზი მედიკამენტის სახელმწიფო დაფინანსებაა

საქართველოში ჰემოფილიით დაავადებულები პაციენტების მდგომარეობა უმჯობესდება – მიზეზი მედიკამენტის სახელმწიფო დაფინანსებაა

ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მედიკამენტ “ჰემლიბრას“ სახელმწიფო დაფინანსებამ. ესაა წამალი, რომლითაც საქართველოში მცხოვრები, ჰემოფილიით დაავადებული პაციენტები თითქმის ორი წელია სახელმწიფოს სახსრებით მკურნალობენ. აღნიშნული სამკურნალო საშუალება  უზრუნველყოფს არა უკვე არსეული სისხლდენი შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენა ნაკლები სიხშირით ან საერთოდ არ განვითარდეს.

ჰემოფილიის ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან მახალდიანის თქმით, ჰემოფილიის პროფილაქტიკური მკურნალობა – ეს არის წინ გადაგმული ნაბიჯი მსოფლიო მედიცინაში.

„10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მიღწევადი იყო და შესაძლებელი გახდებოდა სისხლდენის გარეშე ცხოვრება. დღეს, პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა, რომ კვირაში ერთხელ კანქვეშ გაიკეთოს საკმაოდ მარტივად მედიკამენტი, რაც შეუყობს ხელს სისხლის შედედებას და პაციენტს სისხლჩქეცევები და სისხლდენა აღარ განუვითარდება“, – განმარტავს ლევან მახალდიანი.

მედიკამენტით მკურნალობს შედეგებზე საუბრობს ჰემოფილიით დაავადებული, 21 წლის აჩიკო კობაიძე, რომელიც ამბობს, რომ  11 თვის იყო, როცა ტანზე მშობლებმა სილურჯეები შეამჩნიეს. ექიმებმა ბავშვს დაავადების ყველაზე რთული სახე დააგინეს, რომელიც ორგანიზმში შიდა სისხლჩაქცევებს იწვევს და სისხლის შედედების უნარს აქვეითებს.  დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს ყველა სახის ფიზიკური დატვირთვა შეეზღუდვა.

„ბავშვობა საკმაოდ რთული მქონდა, რადგან ზედმეტი დატვირთვისთანავე სხეულზე სისხლჩაქცევები მივითარდებოდა და თითქმის შეზღუდული ვიყავი, რაც საკმაოდ მიუღებელია ბავშვისთვის, მაშინ ვერ იაზრებ, გიკვირს, რატომ არ ხარ შენ სხვებისნაირი აქტიური, რატომ გირთულდება ყველაფერი უბრალოდ წაქცევისას  და აშ. მითუმეტეს ბავშვობიდანვე სპორტის სახეობების მიმართ მიდერეკილება მქონდა, მომწონდა და თამაშს ვერ ვახერხებდი. სისხლჩქცევებს ისეთი მძიმე ტკივილები ჰქონდა, ტკივილგამაყუჩებლებიც კი არ მშველოდა. შესაბამისად, მიწევდა უმოქმედოთ ყოფნა,“ – იხსენებს აჩიკო კობაიძე.

მისი თქმით, დიაგნოზის დასმიდან დაიწყო რთული და გრძელი გზა. დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად ჰემოფილიის ცენტრში დაჰყავდათ. 2019 წლის ნოემბრიდან კი, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. სახელმწიფომ დააფინანსა მედიკამენტი “ჰემლიბრა“, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსეული სისხლდენი შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენა ნაკლები სიხშირით ან საერთოდ არ განვითარდეს: „2019 წლის ნოემბერში გადავედი “ჰემლიბრაზე”, მედიკამენტი კანქვეშ კეთდება, მას შემდეგ არაფერზე აღარ მაქვს შეზღუდვა და არანაირი პრობლემა აღარ მექმნება, ახლა გავიგე ცხოვრების ფასი, შემიძლია თავისუფლად ვირბინო, დავკავდე სპორტით“ – აღნიშნავს პაციენტი.

საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანია დაავადებული, მსოფლიო სტატისტიკით კი 10 ათას მამაკაცზე ერთი ჰემოფილიით დაავადებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში ამ დაავადებით 400 ათასამდე  ადამიანი ცხოვრობს.

 

პროფილაქტიკური მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს:

·         სისხლჩაქცევები

·         განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს  სახსრების შეუქცევადი დაავადებები, რის შედეგადაც დაავადებული, მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდება.

·         როგორც სპონტანური ისე ტრავმული სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში  დაიწყება

·         გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ

ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ჰემოფილიის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი დაინტერესება და ინფორმაციულობის დონის გაზარდა. ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა და ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ქალი კი, მხოლოდ დაავადების მტარებელია. დაავადების მქონე პირებს სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს, როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახის წვრებისა და მეგობრებისა ცხოვრების ხარისხი.

იხილეთ ასევე

ნიკოლოზ გამყრელიძე: კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ვერ ნახავთ, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ხარბული დარიცხვები აქვთ

კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ვერსად ნახავთ ჩანაწერს იმის შესახებ, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ხარბული დარიცხვები აქვთ. ამის …