მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა ხელფასები, სხვა სექტორებთან შედარებით, ერთერთი ყველაზე დაბალია

საქართველოში ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა ხელფასები, სხვა სექტორებთან შედარებით, ერთერთი ყველაზე დაბალია

საქართველოში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა ხელფასები სხვა სექტორებში დაქირავებულებთან შედარებით ერთერთი ყველაზე დაბალია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სადაც ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები ერთ ჯგუფშია გაერთიანებული, ამ სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1200 ლარს შეადგენს. მაჩვენებლები გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს ასახავს. ამ მაჩვენებლით, 19 ეკონომიკური საქმიანობიდან ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების სფერო მე-12 ადგილზეა.

დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურების სიდიდით მიხედვით, ამ სფეროს წინ უსწრებს ისეთი სექტორები, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (2 199.8 ლარი), მშენებლობა (2 061.8 ლარი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (2 020.9 ლარი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (2 017.2 ლარი). ცხრილის ბოლო ადგილზე კი განათლების სფეროა. შესაბამისად, ყველაზე დაბალი თვიური ანაზღაურება სწორედ ამ სექტორში ფიქსირდება.

ზოგადად, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით (5.0 ლარით) შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა.

იხილეთ ასევე

მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციამდე დიდ შეკრებებზე უარი უნდა ვთქვათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის გამოყენების მაჩვენებელის 75%-დან 43%-მდე ვარდნა …