მთავარი » დაზღვევა » საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევა მოსახლეობის 17%-ს აქვს, ბაზრის ლიდერი „ჯიპიაია“

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევა მოსახლეობის 17%-ს აქვს, ბაზრის ლიდერი „ჯიპიაია“

საქართველოს მოსახლეობაში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა პროცენტული წილი მცირედით გაიზარდა – თუ 2019 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 16%, ხოლო 2018-ში 15% იყო, 2020 წელს ის 17%-მდეა გაზრდილი. სტატისტიკურ მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

 

მონაცემების თანახმად, 2019 წელს კერძო დაზღვევა 602 833 მოქალაქეს ჰქონდა, 2020 წელს კი 620 408-ს.

 

სამედიცინო დაზღვევის ნაწილში კომპანიების მიერ მოზიდულმა  პრემიამ 2020 წელს – 267.56 მლნ. ლარი შეადგინა, 2019-ში ეს მაჩვენებელი 234.05 მლნ. ლარი იყო. ამ სეგმენტში ბაზრის ლიდერი „ჯიპიაი ჰოლდინგია“  28%-ით, რომელსაც მოსდევს „იმედი ელი“ 23%-ით,  შემდეგ მოდის „არდი“ მოზიდული პრემიების 15%-იანი წილით. „პსპ“-ს 7% აქვს, ხოლო „ირაოს“ 6%. გასულ წელს ბაზრის ლიდერი ამ სეგმენტში „იმედი ელი“ იყო.

იხილეთ ასევე

წინა წლებში ასეთი ადამაინების მიმართ იყო დისკრიმინაციული მიდგომა, როდესაც ისინი კერძო დაზღვევას კარგავდნენ, ვერ ხდებოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეები.

პირი, რომელიც კერძო დაზღვევას დაკარგავს, მოკლე დროში ჩაერთვება საყოველთაოში

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმადაც სადაზღვევო ინდუსტრიებს, კლინიკებს და ჯანდაცვის სამინისტროს სადაზღვევო ბაზებზე …