მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და შედეგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდ 19-ით დაღუპულთა რიცხვმა 5012  შეადგინა, რაც დადასტურებული შემთხვევების 1,4%-ია. 

რაც შეეხება ინფიცირების სტატისტიკას, ამ კუთხით სიტუაცია უმჯობესდება – გასულ 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზი 695 ადამიანს დაუსვეს, რაც ჩატარებული ტესტების 1,84%-ია. 

სულ აცრილია 197114, დღიურად აცრილია – 6083.

მცირდება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვი და ეს მონაცემი ამ ეტაპზე  მ3175-ია. 

იხილეთ ასევე

ამცრელ დაწესებულებებს მობილური ბრიგადების შექმნის ვალდებულება დაეკისრათ

COVID-19-ის ვაქცინის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ახალი ვალდებულება ეკისრებათ. შესაბამისი დადგენილება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 9 ივნისს …