მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა.  საუბარია დადასტურებულ შემთხვევებზე. ბოლო 24 საათში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 1226 შეადგინა. 

გამოჯანმრთელდა 688.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურ  ჭრილში 4,38%, ბოლო 14 დღეში 3,55%, ბოლო 7 დღეში კი 4,37% შეადგინა.

გუშინ აიცრა 1426 ადამიანი და, შესაბამისად, აცრილთა საერთო რაოდენობამ 33337-ს მიაღწია.

იზრდება დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე – ამ ეტაპზე სტაციონარებში 3424 ადამიანი მკურნალობს.

კლინიკურ სასტუმროში 621 ინფიცირებული იმყოფება.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება

ქვეყნის მასშტაბით  „დელტა“, იგივე ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა …