მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის მხოლოდ 1,2%-ია აცრილი

საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის მხოლოდ 1,2%-ია აცრილი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1476 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელმა 5,29% შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 4,7%, ბოლო 7 დღეში 4,85%-ია. 

ოდნავ შემცირდა, თუმცა კვლავ 10-ს ზემოთა გარდაცვალების მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად 15 პაციენტი დაიღუპა.

აიცრა 1729 პირი და ვაქცინირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 45338 პირი შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობის 1,2 პროცენტია. 

იზრდება იმ ინფიცირებულთა რაოდენობა, რომლებსაც კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება – მათი რიცხვი 3873-ია.

კლინიკურ სასტუმროში 749 ადამიანი იმყოფება.  

იხილეთ ასევე

24 გარდაცვლილი და 2 ათასზე მეტი ინფიცირებული – საქართველოში ბოლო 24 საათში ეპიდსიტუაცია გაუარესდა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2171 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 8,05%-ია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი …