მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 ათასს, ინფიცირებულთა რიცხვი კი 300 ათასს უახლოვდება
Medical workers check information as they take swab samples from people to be tested for the COVID-19 novel coronavirus in Wuhan, China's central Hubei province on April 16, 2020. - China has largely brought the coronavirus under control within its borders since the outbreak first emerged in the city of Wuhan late last year. (Photo by Hector RETAMAL / AFP) (Photo by HECTOR RETAMAL/AFP via Getty Images)

საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 ათასს, ინფიცირებულთა რიცხვი კი 300 ათასს უახლოვდება

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელი იკლებს, თუმცა – მცირე ტემპებით და ინფიცირებულთა რაოდენობა 24-საათიან ინტერვალში ისევ 1000-ს აჭარბებს. გასული დღე-ღამის მონაცემებით, ვირუსი  1030 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 706. 

ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებელი ქვეყანაში 300 ათასს უახლოვდება და ამ ეტაპზე 292244-ს შეადგენს. 

რაც შეეხება გარდაცვლილებს, გასულ 24 საათში კოვიდინფექციის გართულების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ჯამში გარდაცვლილია 3908 პაციენტი.

ყოველდღიური გამოვლენის შემცირების მიუხედავად, იზრდება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა და ამ მომენტისთვის კლინიკებში 2616 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება. 

ასევე მატულობს დადებითობის მაჩვენებელი – დღიურად მან 3,14% შეადგინა, ბოლო 14 დღეში- 2,68%, ბოლო 7 დღეში – 2,82%.

აცრილია  24917 ადამიანი, რაც მოსახლეობის 0,7%-ს შეადგენს. აცრილთა დღიური რაოდენობა 1424-ია.

იხილეთ ასევე

24 გარდაცვლილი და 2 ათასზე მეტი ინფიცირებული – საქართველოში ბოლო 24 საათში ეპიდსიტუაცია გაუარესდა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2171 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 8,05%-ია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი …