მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში კოვიდ-სტატისტიკა უარესდება, კლინიკებში 3 ათასზე მეტი პაციენტია

საქართველოში კოვიდ-სტატისტიკა უარესდება, კლინიკებში 3 ათასზე მეტი პაციენტია

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება. გასულ დღე-ღამეში ჩატარებული 9750 ტესტიდან დადებითი პასუხი 578 შემთხვევაში, ანუ 5,93%-ში დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 659 პირი.  

არ იკლებს გარდაცვალების მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში კორონავირუსს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა.

დადებითობის 14 დღიანმა მაჩვენებელმა 3,06%, ბოლო 7 დღეში კი  3,58% შეადგინა.

სულ აცრილია – 30209, დღიურად აცრილია – 1025

მკვეთრად მოიმატა სტაციონარში მყოფი პაციენტების რაოდენობამ და 3174 შეადგინა.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …