მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სტაბილურდება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სტაბილურდება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური სტატისტიკა სტაბილურდება.  ბოლო 24 საათში 1160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში 20 ინფიცირებული გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურ ჭრილში მან 4,11% შეადგინა, 7-დღიან მონაკვეთში 3,81%, 14-დღიან პერიოდში კი 4,58%. 

დღიურად აცრილია – 3819 ადამიანი, ჯამურად აცრილთა რაოდენობა  97153-ს შეადგენს.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4243 ადამიანი იმყოფება,  კლინიკურ სასტუმროებში 669.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …