მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველოში მედიკამენტები 5-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში
საქართველოში მედიკამენტების ფასი ზოგჯერ 4–ჯერ და 5–ჯერ აღემატება იმავე მედიკამენტების ფასს ევროპის სხვა ქვეყნებში, რაც იწვევს ეჭვის საფუძველს.

საქართველოში მედიკამენტები 5-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიკამენტების ფასი ზოგჯერ 4-ჯერ და 5-ჯერ აღემატება იმავე მედიკამენტების ფასს ევროპის სხვა ქვეყნებში.

მისივე თმით, „ჯანდაცვის სამინისტრო მიერ ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები: საყოველაო ჯანდაცვა, ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და სხვა სოციალურად ორიენტირებული პროგრამები, მოსახლეობისთვის უდიდესი შეღავათია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მდგომარეობა ფარმეცევტულ ბიზნესში.

ამ სფეროს ექსპერტი არ ვარ, თუმცა ალბათ ექსპერტობა არ არის საჭირო მივხვდეთ, რომ შეინიშნება მონოპოლიზება და ფასების ხელოვნურად ზრდა, რაც ისევ და ისევ გაჭირვებულ ფენას აწვება მძიმე ტვირთად“, – განაცხადა ფირალიშვილმა.

ფილოსოფოსის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ან მთავრობამ ახალი, პირველადი რგოლის რეფორმის ფარგლებში სიტუაციის დასაბალანსებლად რამე ღონისძიება თუ გაატარეს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის შეუსაბამო ნაბიჯი იქნება.

„ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო ერევა, დადებითი კუთხით, მედიკამენტების ბიზნესში. ფაქტია, რომ ჩვენთან მედიკამენტების ფასი ზოგჯერ 4–ჯერ და 5–ჯერ აღემატება იმავე მედიკამენტების ფასს ევროპის სხვა ქვეყნებში, რაც იწვევს ეჭვის საფუძველს“, – განაცხადა ფირალიშვილმა.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება.

რეფორმამ, პირველად რგოლში პრევენციული და დროული ჩარევის საფუძველზე, მეორე და მესამე რგოლში მოხვერდილი პაციენტების შემცირება უნდა უზრუნველყოს. დაავადების ადრეული გამოვლენა და სტაციონარებში მოხვედრი პაციენტების შემცირება კი სამომავლოდ ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. 

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის განხორციელებაში კონსულტაციებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.

ipress.ge

იხილეთ ასევე

რეგულირების სააგენტომ ბაზრიდან Marion Biotech-ის წარმოების მედიკამენტი “ნოლგრიპ ჯუნიორი” გამოითხოვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომკომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპჯუნიორი – NOLGRIPP Junior, …