მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში მეტაპნევმოვირუსი გამოჩნდა – სპეციალისტები გრიპის პირველი შემთხვევებს უახლოეს კვირებში ელოდებიან

საქართველოში მეტაპნევმოვირუსი გამოჩნდა – სპეციალისტები გრიპის პირველი შემთხვევებს უახლოეს კვირებში ელოდებიან

საქართველოში გრიპის ვირუსები ჯერ არ გამოჩენილა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში უკვე ცირკულირებს ბოკავირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვა რესპირაციული ვირუსები. გასულ კვირაში, ამ სეზონზე პირველად, უკვე გამოჩნდა მეტაპნევმოვირუსიც,რომელიც გარკვეულ შემთხვევებში რთულად მიმდინარეობს.

პაატა იმნაძის განმარტებით, ზოგადად, საქართველოში სხვადასხვა წლებში ძირითადად ცირკულირებს სამი ვირუსი, რომელთაც გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს. ეს ვირუსებია: რინოვირუსი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება სურდო; პარავირუსი, რამაც შეიძლება ბავშვებში ცრუ კრუპის მოვლენები გამოიწვიოს და მეტაპნევმოვირუსი, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში რთულად მიმდინარეობს.

„არის 200-მდე ვირუსი, რომელსაც შეუძლია გაციებას რასაც ვეძახით, ის გამოიწვიოს. აქედან 20-მდე ვირუსი იწვევს გრიპისმაგვარ დაავადებებს ყველაზე ხშირად. ამ ვირუსებზე სულ არის მეთვალყურეობა ქვეყანაში. ამჟამად ეს სამი ვირუსია, „გაციების ვირუსებში“, ასე ვთქვათ, წამყვანი“  – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველოში სეზონური ვირუსების კუთხით კეთილსაიმედო მდგომარეობა იყო – ქვეყანაში გრიპის მხოლოდ ორი შემთხვევა დადასტურდა, ისიც – ბე ტიპის, რომელსაც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. წელს კი სპეციალისტები ტვინდემიას, ანუ კორონავირუსისა და გრიპის პარალელურ ეპიდემიებს პრაქტიკულად გარდაუვლად მიიჩნევენ, რადგან, შარშანდლისგან განსხვავებით, გაზრდილია მობილობა და შემცირებულია პირბადის ტარების მაჩვენებელი.

იხილეთ ასევე

ორსულის კოვიდ-ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა გახდეს საჭირო – განახლებული რეკომენდაციები

ორსულის კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა პაციენტისა და ექიმის მიერ ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნას …