მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში ოჯახის დაგეგმვამდე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შემოწმების კულტურა არ არსებობს

საქართველოში ოჯახის დაგეგმვამდე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შემოწმების კულტურა არ არსებობს

საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ის კულტურა, როდესაც დაოჯახებამდე წყვილი საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ამოწმებს. ამის შესახებ რეპროდუქტოლოგმა, პროფესორმა ჯენარო ქრისტესაშვილმა განაცხადა, თუმცა, მისი თქმით, ერთეულ შემთხვევებში მსგავსი ფაქტები არის.

„იშვიათად, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, სანამ შექმნიან ოჯახს, იკვლევენ, როგორი იქნება მათი რეპროდუქცია. ესაა იშვიათი გამონაკლისი. მომწონს უნგრეთში არსებული სიტუაცია: ვიდრე განცხადებას შეიტანენ დაქორწინებაზე, სავალდებულოა ჯანმრთელობის კვლევა სქესობრივ დაავადებაზე, იმაზე, ჩატარებულია თუ არა ვაქცინაცია და  ბევრ სხვა რამეზე. ასევე ატარებენ საუბრებს წყვილებთან. ხდება ქალების მომზადება, კვლევების ჩატარება მამაკაცებში. ფაქტის წინაშე რომ დადგები, მერე არ უნდა დაიწყო ამაზე ზრუნვა,“ – განაცხადა ჯენარო ქრისტესაშვილმა.

რეპროდუქტოლოგ არჩილ ხომასურიძის თქმით კი, აუცილებელია რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ყურადღება მიექცეს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში, თუმცა არაუგვიანეს იმ ასაკისა, როცა სქესობრივი მომწიფება იწყება – გოგონებში კი ეს 9 წელია. ხოლო მენსტრუაცია რომ დაეწყება, ეს ცალსახად აუცილებელია. კვლევები კი წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, რაც მომავალში სხვადასხვა პრობლემის პრევენციას უწყობს ხელს.

სპეციალისტების თქმით,  უნდა დამთავრდეს ტაბუდადებული სიტუაცია, როდესაც გოგონების გინეკოლოგიური გამოკვლევა და მისთვის „ხელის ხლება“ დაუშვებელია.

იხილეთ ასევე

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ

#ნუგანგვასხვავებთ – თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში 28 ივნისს, 13:00 საათზე, ძუძუს კიბოს …