მთავარი » დაზღვევა » საქართველოში სამედიცინო, უმუშევრობის, უბედური შემთხვევებისა და  დროებითი შრომისუუნარობის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება

საქართველოში სამედიცინო, უმუშევრობის, უბედური შემთხვევებისა და  დროებითი შრომისუუნარობის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება

საქართველოში სავალდებულო სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევებისა და  დროებითი შრომისუუნარობის დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს განვითარების 10 წლიანი ხედვის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს  2021-2030 წლის გეგმებს შორისაა მდგრადი სოციალური დაცვა და სოციალური კოდექსი, რომელზე მუშაობაც დაწყებულია, ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე, საჭირო მხარდაჭერის მიღების კანონით გამყარებული გარანტიაა.

„სოციალური კოდექსის სრულყოფილად ამოქმედების მიზნით შეიქმნება  მდგრადი, ეფექტიანი, კოორდინირებული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც მოიცავს: დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემის გაუმჯობესებას, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსებასა და რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებას, მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დაზღვევის ახალი კომპონენტების განხილვას. კერძოდ საუბარია, სავალდებულო სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევებისა და  დროებითი შრომისუუნარობის დაზღვევაზე,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე

უცხოელი ტურისტების ინფიცირების ფაქტები გახშირდა, ამოქმედდება თუ არა მათთვის სავალდებულო კოვიდ-დაზღვევა?

ტესტების ჩატარების ვალდებულების გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ვიზიტორი ასევე ვალდებული უნდა იყოს, კოვიდ-დაზღვევა შეიძინოს იმ …