მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში ვაქცინაცია, შესაძლოა, ჯანმოს აღიარების არმქონე ჩინური ვაქცინით გაგრძელდეს

საქართველოში ვაქცინაცია, შესაძლოა, ჯანმოს აღიარების არმქონე ჩინური ვაქცინით გაგრძელდეს

საქართველომ კვირის ბოლოს 100 ათას დოზა ჩინური ვაქცინა უნდა მიიღოს. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საუბარია ვაქცინაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული არ არის, თუმცა აქვს მკაცრი მარეგულირებლის, კერძოდ უნგრეთის აღიარება. მინისტრის თქმით, ახლა “ჯანმოსთან” გადიან კონსულტაციებს იმის შესახებ, ქვეყანა უნდა დაელოდოს აღნიშნული პრეპარატის აღიარებას ორგანიზაციის მიერ თუ იმუნიზაცია მანამდე დაიწყოს.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სპეციალურ საიტზე აცრის მსურველი 14100 ადამიანია დარეგისტრირებული და, გამომდინარე „ფაიზერის“ ვაქცინაზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან, უახლოეს პერიოდში ქვეყნის 6 კლინიკაში, სადაც ამ მედიკამენტით აცრა მიმდინარეობს, გახანგრძლივდება სამუშაო დრო და დაემატება ამცრელი ბრიგადები, რათა მსურველებმა დარეგისტრირება შეძლონ.

იხილეთ ასევე

ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვარს სისხლის შედედებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ემატება

კითხვარში, რომელსაც აცრაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შეტანილი იქნება რამდენიმე კითხვა, რომლებიც სისხლის შედედების პრობლემებს …