მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველოში წარმოებული მედიკამენტები, გერმანულზე უფრო ძვირია
საქართველოში წარმოებული მედიკამენტები კი რატომღაც გერმანულზე უფრო ძვირია, თუმცა რატომ, ნამდვილად არ ვიცი. ამაზე სფეროს ექსპერტებმა და დაინტერესებულმა პირებმა უნდა იმუშაონ”

საქართველოში წარმოებული მედიკამენტები, გერმანულზე უფრო ძვირია

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას და პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმას გასტროენტეროლოგი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი გიორგი ჯაფარიძე გამოეხმაურა.

“თუ ჯანდაცვის პირველი რგოლის მუშაობასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ზოგადად შევაფასებთ, ვერ ვიტყვი, რომ ერთი ან მეორე ცუდად მუშაობს, თუმცა არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს. მაგალითად, თუ ადამიანმა დაკარგა სამსახური და შესაბამისად, კერძო დაზღვევით ვეღარ სარგებლობს, ვიდრე ახალი წელი არ დადგება, მას არ აქვს უფლება ჩაერთოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. 

გარდა ამისა, საგულისხმოა ოჯახის ექიმების ანაზღაურების საკითხი, რაზეც თანდათან მაინც უნდა იზრუნოს ჯანდაცვის სისტემამ”,-მიაჩნია ჯაფარიძეს.

“რაც შეეხება ფასებს მედიკამენტებზე და მათზე ხელმისაწვდომობას-ვისაც თანხა არ აქვს, მისთვის პურიც ძვირია. ეს უკვე სოციალური მხარეა, ადამიანს ან პენსია უნდა ჰქონდეს საკმარისი, ან ხელფასი, რომ ელემენტარულ მოთხოვნებსა და საჭიროებებს იკმაყოფილებდეს თავისუფლად.

მაგალითად, მედიკამენტს, რომელსაც აწარმოებენ გერმანიაში, როგორ მოსთხოვ მწარმოებელსა და შემომტანს რომ საქართველოს მოქალაქეს უჭირს და ამიტომ შენ იაფად უნდა გაყიდოო ? ჩვენთან თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა და მასში ჩარევა რამდენად მიზანშეწონილია, არ ვიცი. საქართველოში წარმოებული მედიკამენტები კი რატომღაც გერმანულზე უფრო ძვირია, თუმცა რატომ, ნამდვილად არ ვიცი. ამაზე სფეროს ექსპერტებმა და დაინტერესებულმა პირებმა უნდა იმუშაონ”,-ამბობს გიორგი ჯაფარიძე.

ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა. სამინისტროს, რეფორმის განსახორციელებლად კონსულტაციებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია გლობალ ალიანსი გაუწევს. მინისტრის განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა ოქტომბრის ბოლოსთვის მომზადდება.

იხილეთ ასევე

რეგულირების სააგენტომ ბაზრიდან Marion Biotech-ის წარმოების მედიკამენტი “ნოლგრიპ ჯუნიორი” გამოითხოვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომკომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპჯუნიორი – NOLGRIPP Junior, …