მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით იკრძალება

სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით იკრძალება

საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით აიკრძალება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომლითაც  „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტის თანახმად, აკრძალვა არ ეხება იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლასა და გადაადგილებას, რომლებიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის.

დადგენილების თანახმადვე, გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს, არ გავრცელდება 2021 წლის 1 მაისის 21:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდსა და  2021 წლის 2 მაისის 04:00 საათიდან 05:00 საათის ჩათვლით პერიოდში.

შესაბამისად, აღდგომის ღამეს ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

2021 წლის 3 მაისიდან 2021 წლის 12 მაისის ჩათვლით ჩერდება მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება, მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში ასევე მეტროპოლიტენის, საბაგიროს ფუნქციონირებაც.

დადგენილების თანახმად, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, ენიჭებათ იურიდიული პირის მოთხოვნით მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება. სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია, ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია.

იხილეთ ასევე

იაშვილის და ციციშვილის კლინიკების ბაზაზე არასრულწლოვნებისთვის კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ამოქმედდა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების მართვის მიზნით …